“საყვარელო მამა, დამიცავი, რადგან ერთ დღეს ისინი მე ბოზს დამიძახებენ” (ვიდეო)

ბევრ მამას არ ესმის, რა რთულია იყო გოგო. მითუმეტეს, როდესაც იზრდები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველი მესამე ქალი ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა. დღეს წარმოგიდგენთ სოციალურ ვიდეორგოლს, რომელიც ორგანიზაცია Care Norway-მ გადაიღო. ის ისეა აგებული, თითქოს ჯერ არ დაბადებული გოგონა, მამას მიმართავს. თავდაპირველად ის მადლობას უხდის ზრუნვისთვის. ის, ხომ ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ მამა მისთვის, როგორც სუპერმენი ცდილობს ყველაფრის გაკეთებას. გოგონა ამბობს, რომ ხვდება, რა რთული იყო მისთვის დედა დაერწმუნებინა, რომ სუში არ ჭამოს, მაგრამ მისი გულისთვის მამამ ეს გააკეთა. მაგრამ შემდეგ გოგონა მამას თხოვნით მიმართავს, რომელიც ბიჭებს ეხება. ის ამბობს, რომ მას წილად ერგო ქალად დაბადებულიყო, ამიტომ 14 წლის ასაკში, რომელიღაც მისი კლასელი მას ბოზს დაუძახებს, შეიძლება უბოროტოდ და ხუმრობით, მაგრამ ეს მაინც მოხდება. „ვხვდები, რომ შენ ამაზე დიდად არ იდარდებ, შეიძლება ბავშვობაში შენც დაგიძახებია, რომელიმე გოგონასთვის ასე, უბრალოდ მეგობრებზე შთაბეჭდილება, რომ მოგეხდინა…“ შემდეგ გოგონა აგრძელებს, რომ 16 წლის ასაკში რაიმე წვეულებაზე, ვიღაცა მისით ისარგებლებს. 21 წლის, რომ იქნება ვინმე გააუპატიურებს. და ამას მამის მეგობრის შვილი გააკეთებს, რომლისგანაც ამას არავინ ელოდა. ეს კი იმიტომ, რომ ერთხელ ამ ბიჭმა ვიღაცისგან ხუმრობა გაიგონა, თითქოს ეს გოგონა ბოზია. ერთ დღეს, გოგონა თავის იდეალურ მამაკაცს შეხვდება. ის სრულყოფილი იქნება, სიმპატიური, კარგი სამსახურით. მაგრამ თანდათან ეს იდეალურობა სადღაც გაქრება, შეიძლება მას ბოზიც დაუძახოს და ხელითაც შეეხოს… ბოლოს გოგონა მამას სთხოვს, რომ მის ძმებს არ მისცხეს უფლება, გოგონებს შეურაცხყოფა მიაყენონ, თუნდაც ხუმრობით. რადგანაც ნებისმიერ ხუმრობაში, სიმართლის ნაწილიც დევს. ერთ სიტყვას სხვა სიტყვები მოჰყვება, რომლებიც ქმედებაში გადადიან… „დარწმუნებული ვარ შენ ლომებისგან, ვეფხვებისგან, ტყვიებისგან, მანქანებისგან და სუშისგანაც კი დამიცავ. მაგრამ ამ ქვეყანაზე მე გოგოდ მოვევლინები. გააკეთე ისე, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საშიშროება არ აღმოჩნდეს!“

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=dP7OXDWof30[/youtube]

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები