საქმიანი დედების 10 ოქროს წესი მრავალშვილიანი წარმატებული დედისგან

ცნობილი ბესტსელერის ავტორმა „ფრანგი ბავშვები საჭმელს არ აფურთხებენ“, მწერალმა და ჟურნალისტმა პამელა დრუკერმანმა დაამტკიცა, რომ მშობლების უმეტესობას კარგად ეხმარება აღზრდის ფრანგული მეთოდები. ჩვენ ვაქვეყნებთ წარმატებული მწერლისა და სამი შვილის დედის პამელა დრუკერმანის ექსკლუზიურ რჩევებს იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც ოქროს შუალედის პოვნა სურთ კარიერასა და ბავშვების აღზრდას შორის.

1. იდეალური დედები არ არსებობენ
დასაქმებული დედა ყოველთვის ცდილობს იყოს, იდეალური და ამავდროულად გაიკეთოს წარმატებული კარიერა. ფაქტობრივად, ის ორ ცვლაში მუშაობს – სახლში და ოფისში. ფრანგებს აქვთ ასეთი აფორიზმი: “იდეალური დედები არ არსებობენ“. ნურც ეცდებით იყოთ იდეალური. სწორედ ეს არის მთავარი. ბავშვის პატარაობას ნუ მიიღებთ მარათონის საწყისად, რომლის ფინიში – უნივერსიტეტის დამთავრებაა. ფრანგებს, რა თქმა უნდა, სურთ, რომ მათი ბავშვები წარმატებულები იყვნენ, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულები არ აიძულებენ შვილებს განვითარების ეტაპების გავლას. მაგ: წერა-კითხვას 6 წლამდე არ ასწავლიან. ისინი თვლიან, რომ სკოლამდელ ბავშვს საჭიროა განუვითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია, თვითკონტროლი და კონტაქტურობა. ჯერ ერთი, ამის სწავლას არ სჭირდება სპეციალურად გამოყოფილი დრო, უბრალოდ ეს აღზრდის განუყოფელი ნაწილია. მეორეც, სწორედ ეს უნარები (და არა სამი წლის ასაკში 100-მდე თვლა) ქმნის მყარ ბაზას სწავლაში ბავშვის წარმატებისთვის.

2. ყოველთვის უნდა გქონდეთ საკუთარი შემოსავლის წყარო
მაგალითად, ამერიკაში მიღებულია სჯეროდეთ ზღაპრის, რომელიც სინონიმია მშვიდი და უზრუნველი ქორწინებისა. მთავარია – წარმატებით გათხოვება, კარგი ქმარი და სტაბილური ხელფასი. აი, მერე კი შეიძლება სამსახურზე არც იფიქრო. საფრანგეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. ფრანგი დედები დარწმუნებულები არიან, რომ ქალებს აუცილებლად ესაჭიროებათ საკუთარი შემოსავალი. მაშინაც კი, თუ ქმარი გარანტირებულად შოულობს ფულს. ქალმა უნდა იფიქროს: „რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც ყველაფერი დაიმსხვრევა?“ მას უნდა ჰქონდეს პროფესია, სამსახური ან სხვა სტაბილური შემოსავალი. ფრანგი ქალები მშობიარობის შემდეგ მალე გადიან სამსახურში იმიტომ, რომ უნდათ ზუსტად იცოდნენ, რომ შეუძლიათ ბავშვის უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუ მარტოს მოუწევთ მისი გაზრდა. ეს პოზიცია საკმაოდ პრაგმატულია და მასში არ არის არანაირი ფრანგული რომანტიკა, სამაგიეროდ, ცხოვრება უფრო იოლი ხდება.

3. არ შეიძლება, მთელი ცხობრება მიუძღვნა ბავშვს
დედობრივი მზრუნველობა – უსასრულობის კარგი ილუსტრაციაა. ფრანგულ კულტურაში დევს ასეთი მნიშვნელოვანი იდეა: ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება გარკვეული დრო და სივრცე მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ოჯახში ბალანსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების რაღაცა ნაწილი გეკუთვნოდეთ მხოლოდ თქვენ. ეს შესაძლებელია იყოს სამსახური, მეგობრებთან კონტაქტი, ორქიდეების მოვლა. ფრანგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ თუ მთელ თქვენს დროს უთმობთ მხოლოდ შვილს, თუ თქვენი სამყარო მის გარშემო ბრუნავს – ეს საშიშია პირველ რიგში ბავშვისთვის.

4. დროდადრო ბავშვთან დაშორებით თქვენ საუკეთესო დედა გახდებით
თუ ბავშვი მიჩვეულია მუდვიმვად თქვენ გვერდით ყოფნას, ის ვერ გახდება დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს არ არის რაიმე რადიკალური პოზიცია. “დაშორება” არ გულისხმობს, დაუყოვნებლივ დატოვოთ ბავშვი და გაემგზავროთ დასასვენებლად 3 თვით სპა-პროცედურებზე, დაივიწყოთ ბავშვი და მხოლოდ თქვენს თავზე იფიქროთ. საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ მუდვივად ხართ ვინმეს გვერდით, ადრე თუ გვიან ერთმანეთი აუცილებლად გაგაღიზიანებთ. ეს ეხება ბავშვსაც. რამდენად ეფექტურია ეს უბრალო წეს ი- დროდადრო ერთმანეთისაგან დასვენება, სწორედ ახლახან გამოვცადე. მე და ჩემი პატარა არდადეგებზე გავემგზავრეთ დედასთან. დედას მიჰყავდა ბავშვი 2-3 საათით და როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით, ისე გვიხაროდა ერთმანეთი, იმდენი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის მოსაყოლი. ხანმოკლე განშორებას ურთიერთობაში სიახლე შემოაქვს. ეს სუფთა მთის ჰაერს ჰგავს, რომელსაც ხარბად ჩაისუნთქავ, ახალი ენერგიის საწყისს, მათ შორის დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობაში.

5. მოიშორეთ დანაშაულის შეგრძნება
ნუ გაწუხებთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მუშაობთ. ეს აბსოლუტურად დესტრუქციული გრძნობაა, რომელიც მაინც არაფერს არ შეცვლის. ამის გამო მაინც არ გამოგიჩნდებათ უფრო მეტი დრო ბავშვისთვის. მთავარი ისაა, რომ თქვენ შეძლოთ ნამდვილად იყოთ ბავშვთან მაშინ, როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ. არა მარტო იმყოფებოდეთ ბავშვთან ერთად სკვერში და გამუდმებით ტელეფონით საუბრობდეთ, არამედ სინამდვილეში მასთან ერთად გაატაროთ დრო. სამსახურში ყოფნისას არ არის საჭირო ყოველ წუთას ბავშვზე ნერვიულობა. გარდა იმისა, რომ დედა ხართ, თქვენ ხართ კოლეგა, მეგობარი და მეუღლე. უბრალოდ, როდესაც მის გვერდით ხართ, იყავით მხოლოდ მასთან და „აქ“. გამოუმუშავეთ მოთმინება. ადრე მეგონა, რომ ეს დაბადებიდან დაჰყვებოდათ, ან ჰქონდათ, ან არა. ფრანგები მოთმინებას აიგივებენ რაიმე კუნთთან, რომელიც გამუდმებით უნდა ავარჯიშო და რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. არ წამოხტეთ მაგიდიდან, თუ სამუშაო გაქვთ, ბავშვი კი გთხოვთ, ნახოთ თუ როგორი სასახლე ააშენა კუბებისაგან. რბილად აუხსენით, რასაც აკეთებთ და სთხოვეთ ცოტა ხნით მოიცადოს. ის მიეჩვევა საკუთარი თავის გართობას თქვენს მოლოდინში. ბავშვისთვის ეს უნარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – მიიჩნევენ ფრანგები. მხოლოდ ასე მიხვდება, რომ თურმე სულაც არ არის ის სამყაროს ცენტრი და დაიწყებს ზრდას.

6. ნუ გახდებით „დედა-ტაქსი“
ეს წესი პირდაპირ დაკავშირებულია წინა პუნქტთან. ფრანგი დედები როდესაც ბავშვისთვის არჩევენ კლასგარეშე წრეებს, ყოველთვის ფიქრობენ, თუ როგორ შეცვლის ყოველივე ეს მათ ყოველდღიურობას. დედა, რომელსაც მთელი დღე დაჰყავს ბავშვი ერთი წრიდან მეორეზე, საფრანგეთში არასდროს არ იქნება სამაგალითო დედა. ასეთ დედაზე იტყვიან, რომ მან სულ დაკარგა წონასწორობა. ბავშვებსაც ასეთი თავგანწირვა არაფერში სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის სასარგებლოა ცურვისა და მუსიკის წრეზე სიარული, მაგრამ მას აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი დრო გასართობად. ზედმეტი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა მხოლოდ ცუდად იმოქმედებს მასზე.

7. მშობლების ურთიერთობაში არის ისეთი რამ, სადაც ბავშვი არ მონაწილეობს
მუდამ გახსოვდეთ, რომ ძირითადი ოჯახში – ცოლ-ქმარია. ყოველთვის მონახეთ დრო მეუღლესთან განმარტოებისთვის. საფრანგეთში მშობლის სივრცე მთლიანად ეკუთვნის ბავშვს მხოლოდ 3 თვემდე. ფრანგები ამ პარიოდს ეძახიან: “პირველ ას დღეს“. სამი თვის განმავლობაში ბავშვს სძინავს მშობლების ოთახში, შეიძლება – მათ საწოლშიც. ამის შემდეგ პატარას აჩვევენ თავის საწოლს და თავის ოთახს. თქვენი ოთახი უნდა გეკუთვნოდეთ მხოლოდ თქვენ ორს. ბავშვებს არ შეუძლიათ შესვლა იქ, როცა მოესურვებათ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლებს აქვთ თავიანთი ცხოვრებაც, რომელშიც ის არ მონაწილეობს.

8. ნუ მოითხოვთ ქმრისგან თანაბარუფლებიანობას საოჯახო საქმეებსა და ბავშვის მოვლაში
თუ თქვენ მუშაობთ იმდენივეს, რამდენსაც თქვენი ქმარი (თუნდაც თქვენ მუშაობდეთ მეტს), ნუ მოსთხოვთ სახლისა და ბავშვების მიხედვას. ფრანგი ქალები მამაკაცს აღიქვამენ, როგორც ცალკე ბიოლოგიური სახეობას, რომელსაც ბუნებისგან არ აქვს უნარი საოჯახო საქმეების კეთებისა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცები არ აკეთებენ არაფერს. ფრანგი ქალები თვლიან, რომ ოჯახში ნაკლები კონფლიქტი იქნება, თუ თითოეულს თავისი მოვალეობები ექნება. ნუ მოსთხოვთ ქმარს იმაზე მეტის გაკეთებას, რაც თვითონ უნდა, რომ გაგიკეთოთ.

9. საღამო – უფროსების დროა, თვეში ერთი დასვენების დღე – თქვენი „თაფლობის უიქენდი“
ყველა ფრანგი მშობელი, რომელსაც კი ვიცნობ, თვეში ერთ დღეს თავის თავს უთმობს. ამაში არ მონაწილეობენ ბავშვები. გადადეთ ყველანაირი საქმე. გაუშვით ბავშვები ბებია- ბაბუებთან ან თქვენ წადით ქალაქგარეთ. იგორავეთ ლოგინში, გამოიძინეთ, ისაუზმეთ, როცა მოგინდებათ, უყურეთ ფილმს… თავს უფლება მიეცით, მოდუნდეთ და არაფერი აკეთოთ. ასეთ თაფლობის უიქენდს ფრანგი მშობლები ყოველ თვეს იწყობენ. მთავარი კი ის არის, რომ სულაც არ გრძნობენ სინდისის ქენჯნას ბავშვების წინაშე. ეს აბსოლუტურად ჩვეული და ნორმალური დროის გატარებაა ძალზე შეყვარებული წყვილისთვისაც კი. დანარჩენ დროს ფრანგი მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ ბაშვების რეჟიმს. ფრანგები დარწმუნებულები არიან, რომ ბედნიერი ოჯახი – მოსიყვარულე მშობლებია. გულახდილად აუხსენით თქვენს ბავშვებს – ისინი გაგიგებენ.

10. მეათე წესი: უფროსი ხართ თქვენ!

ყველაზე რთული წესი ფრანგი მშობლების აღზრდისა არის ის, რომ გადაწყვეტილებას მშობელი იღებს. ის არის მთავარი. “მე ვაძლევ ბავშვებს თავისუფლებას, ვითვალისწინებ მათ აზრს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე. არც ბებია-ბაბუა, არც მასწავლებელი და ძიძა, არამედ – მე”. რა თქმა უნდა ეს რთულია. ეს ყოველდღიური ბრძოლაა. მაგრამ ნახავთ, რომ ბავშვები უფრო კარგად ვითარდებიან მკაცრად დადგენილი წესების შედეგად. ისინი უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობენ თავს, როდესაც იციან, რომ გემს მართავს უფროსი. ისწავლეთ გადამწყვეტ მომენტებში მკაცრად თქვათ – „არა“. როცა ყველაფერი გამოგივათ, მაშინვე იგრძნობთ, რომ უფროსი ხართ.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები