საქართველოში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა

საქართველოს ერთ–ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ქალმა, რომელსაც ექიმებმა ორსულობა ვერ დაუდგინეს, საპირფარეშოში იმშობიარა. აღნიშნულზე საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია საუბარი. ანგარიში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

„ორსულობის შესახებ სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში“, – წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

ჩანაწერის მიხედვით, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ირკვევა, რომ ორსული ქალი მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველია ნაყოფისთვის.

„აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს“, – მიიჩნევს სახალხო დამცველი.

წყარო. “პრაიმტაიმი” 

კომენტარები

სხვა სიახლეები