საუკეთესო ქვეყნები დედობისათვის

საქველმოქმედო ორგანიზაციამ “გადავარჩინოთ ბავშვები” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყნებშია მარტივი დედობა. მასში სულ 179 ქვეყანა შევიდა, მათგან პირველი სამი ადგილი: ნორვეგიამ, ფინეთმა და ისლანდიამ დაიკავა. ამერიკა 33-ე ადგილას აღმოჩნდა, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია ყველაზე განვითარებული ქვეყნის კვალობაზე. რუსეთმა 56-ე ადგილი, ხოლო უკრაინამ 69-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე ცუდი ქვეყანა დედობისათვის კი სომალი აღმოჩნდა. კვლევის დროს გათვალისწინებული იყო ორსულ და მშობიარე ქალთა დაღუპვის მაჩვენებელიც.

კომენტარები

სხვა სიახლეები