საუდის არაბეთში ცოლის შეჭმა რელიგიურმა ლიდერმა დაუშვა

საუდის არაბეთის მუფტა, შეიხმა აბდულ ბინ ბაზ აშ-შეიხმა, გამოსცა სენსაციური ფატვა, რომლის მიხედვითაც, მუსულმანს, „ძლიერი შიმშილის გრძნობის დროს“ თავისი ცოლის ჭამა შეუძლია. ასეთი საქციელი ქალისთვის, თავმდაბლობის და ქმრის ნაწილის გახდომის სიმბოლოა, თვლის ქვეყნის მუფტა. (ფატვა არის რაიმე სახის გადაწყვეტილება ისლამში, რომელიც მუფტას გამოაქვს და რომელიც ისლამის პრინციპებსა და მუსულმანურ იურიდიულ პრაქტიკაზეა დაფუძნებული).
მუსულმანს შეუძლია მისი ცოლის ერთი ნაწილი შეჭამოს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ შეიხმა სხვა სკანდალური ფატვა გამოსცა, რომელიც უფლებას იძლევა 15 წლამდე ქვევით მყოფზე დაქორწინების უფლებას. მან ამ საკითხზე განაცხადა, რომ „გასარჩევი არც არაფერია“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში 30 წელს გადაცილებული დაუქორწინებელი ქალების რიცხვი 1,5 მილიონია – ეს მიახლოებით იქ მყოფი ქალების მესამედია.

წყარო: http://gaecanit.com

კომენტარები

სხვა სიახლეები