სასწაულებრივი განკურნების ფაქტები მედიცინაში

მედიცინა ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობით, სასწაულებს ახდენს. არსებობენ ნამდვილი იღბლიანები, რომლებსაც ექიმების დახმარებით, წარმოუდგენელი შემთხვევების შემდეგ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ.

მამაკაცი სასწაულებრივადგადარჩა მას შემდეგ, რაც მკერდი რკინის ძელმა გაუხვრიტა

23 წლის ტაქსის მძღოლი სუპრატიმ დატა 2008 წელს საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. მას მკერდში რკინის ძელი გაეყარა, რომელიც მეორე მხარეს გამოვიდა. 6 საათიანი ოპერაციის განმავლობაში ექიმები მის გადასარჩენად იბრძოდნენ. მისი ორგანოები სერიოზულად იყო დაზიანებული. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ შეძლო სამუშაოს დაბრუნებოდა.

ქალს თითქმის მთლინად გადაუნერგეს სახე

2008 წლის დეკემბერში 46 წლის კონი კალპს ქირურგებმა სახის 80% აღუდგინეს. 2004 წელს კონის ქმარმა სახეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მან დაკარგა თვალები, ცხვირის დიდი ნაწილი და ზედა ყბა. 2008 წელს მას ახლად გარდაცვლილი ქალის სახის კანი გადაუნერგეს. ოპერაცია 22 საათს გაგრძელდა.

მამაკაცი კომიდან 19 წლის შემდეგ გამოვიდა

1988 წელს პოლონელი იან გრეჟებსკი სამსახურში იმყოფებოდა და ერთ ბაქანს მეორეს აბამდა. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, იანი დაეცა და თავი ძლიერ დაარტყა. ამან გამოიწვია ტრავმა, რის შემდეგაც სიმსივნე აღმოუჩინეს. იანი კომაში ჩავარდა.

მამაკაცი ამტკიცებს, რომ ესმოდა და ხედავდა ყველაფერს, რაც მის გარშემო წლების განმავლობაში ხდებოდა.

მამაკაცი 150 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემდეგ გადარჩა

2007 წელს ფანჯრების მრეცხავი ალსიედეს მორენო 47-ე სართულიდან გადმოვარდა. სამწუხაროდ, მისი ძმა, რომელიც აგრეთვე მასთან ერთად გადმოვარდა, ვერ გადარჩა. მამაკაცმა 16 ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ნახევარ წელიწადში უკვე სიარული შეძლო.

მოზარდმა 4 თვე გულის გარეშე იცოცხლა

14 წლის ჯანი სიმონსს სუსტი გული ჰქონდა და გადანერგვა ჭირდებოდა. საუბედუროდ დონორის გული არ მოერგო. ამის გამო გოგონას გულის გარეშე ოთხი თვის გატარება მოუწია. გულის მაგივრად სისხლს ორი ხელოვნური სატუმბი ექაჩებოდა. ამის მიუხედავად გოგონა გადარჩა და 118 დღის შემდეგ მას წარმატებით გადაუნერგეს გული.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები