სასტუმროს ნომრის კარი, სადაც ბობ დილანი ცხოვრობდა, აუქციონზე იყიდება

აშშ-ში, Chelsea Hotel-ის იმ ნომრის კარი, რომელშიც ამერიკელი მომღერალი, ბობ დილანი ცხოვრობდა, აუქციონზე $100 ათასად იყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

ეს ერთ-ერთია იმ 50 კარს შორის, რომელიც სასტუმრომ აუქციონზე გაიტანა. ყველა კარი ეკუთვნის ნომრებს, სადაც ვარსკვლავები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

სასტუმრო 1980 წელს ააშენეს და 80-იან წლებში ერთ-ერთი პოპულარული სასტუმრო იყო. აქ ცხოვრობდნენ ჯონი მიჩელი, ჯენის ჯოპლინი, ლეონარდ კოენი… მათი ნომრების კარებიც, ასევე, აუქციონზეა გატანილი.

სასტუმრომ $5 500-ად გაყიდა იმ ნომრის კარი, სადაც მსახიობი ჰამფრი ბოგარტი ცხოვრობდა.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები