სასამართლომ Johnson & Johnson-ს სიმსივნით დაავადებული ქალებისთვის 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ს შტატ მისურის, ქალაქ სენტ-ლუისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კორპორაცია Johnson & Johnson -ს 4,69 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმ ქალებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკვერცხეების სიმსივნით დაავადდნენ, მას მერე რაც ამ კომპანიის წარმოებული საბავშვო პუდრი გამოიყენეს. ამის შესახებ გამოცემა „St.Louis Post-Dispatch» იუწყება.

სასამართლოს მიმდინარეობისას განხილული იყო 22 ადამიანის პრეტენზია, მათ შორის 6 სარჩელი სიმსივნისგან გარდაცვლილი ქალების ნათესავებისგან იყო. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ონკოლოგიური დაავადებები გამოწვეული იყო “ასბესტისგან”, რომელიც აღნიშნული პუდრის შემადგენლობაში იყო. სასამართლომ დაადგინა, მოსარჩელე მხარეს გადაუხადონ 550 მილიონი დოლარი (მატერიალური ზიანისთვის) და 4 ,140 მილიარდი დოლარი (მორალური ზიანისთვის)
კორპორაციაში უკვე განაცხადეს, რომ „იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით“ და აპელაციის შედგენას გეგმავენ.

ეს არ არის პირველ ბრალდება Johnson & Johnson-ის წინააღდეგ. რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ქალმა კორპორაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის წლების განმავლობაში ყოველდღიურად ხმარობდა საბავშვო პუდრს და რამდენიმე წლის წინ მას საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად სასამართლო მის მხარეს დადგა და კორპორაციას 417 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა, თუმცა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები