სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად ახალი, მაღალი კლასის ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ გაიხსნა

ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად ახალი, მაღალი კლასის ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ გაიხსნა, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით გამოირჩევა. „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი მისთვის უცხო არ არის და აქედან გამომდინარე, არ აშინებს ამ სფეროში არსებული კონკურენცია.
„კონკურენცია ნამდვილად არ მაშინებს, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ნებისმიერ სფეროში საჭიროა. თან ამ სფეროში უკვე საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, არც მუშაობა გვეზარება… ასე რომ, მზად ვარ, გავუმკლავდე ნებისმიერ კონკურენციას. თანაც სარესტორნო ბიზნესში გარკვეული გამოცდილებაც მაქვს – მართალია, საქართველოში ეს ჩემი პირველი რესტორანია, მაგრამ მე და ჩემს დებს დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ გვაქვს რესტორანი, საკონდიტრო საწარმო… რა თქმა უნდა, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში უფრო წარმატებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოვუტანოთ.“- აცხადებს „საამოს“ დამაარსებელი. მისივე თქმით, „საამო“-ში აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე, რაც ამ რესტორნის ერთ-ერთი უპირატესობა არის. რაც შეეხება, სამზარეულოს, არჩევანი მრავალფეროვანია და სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული, ევროპული და აზიური კერძები. „აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ. გვაქვს ევროპული და ქართული კერძების დიდი არჩევანი, ასევე, აზიური სამზარეულო… ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. განსაკუთრებული მოთხოვნა ქართულ კერძებზეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი რესტორანი ტურისტულ ზონაშია, უცხოელ სტუმრებს კი ყველაზე მეტად ქართული კერძების დაგემოვნება უყვართ. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული… სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც“ – აცხადებენ „საამოში“. რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა – უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსმბლის მოწვევაც შეგვიძლია. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ჩვენი ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან. რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისიც, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს. „საამოს“ არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობს, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს არის უნიკალური ადგილი, გამორჩეული როგორც ინტერიერით, ასევე კერძებითა და საუკეთესო „შინაურული“ გარემოთი. თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): „არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი, კოპწია რესტორანია, სადაც ღირსეულად შეიძლება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების გამასპინძლება. ყველას ვურჩევ მოვიდეს ამ არაჩვეულებრივ რესტორანში და საკუთარი თვალით ნახოს ამ ადგილის ყველა ღირსება“. ანრი ჯოხაძე (მომღერალი): „ეს არის „სამგანზომილებიანი“ ზღაპარი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა მაქსიმალურად მიიღოს სიამოვნება – დაისვენოს, დატკბეს თბილისის არაჩვეულებრივი ხედებით, მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას, მოაწყოს წვეულება მეგობრებთან ერთად, დააგემოვნოს უგემრიელესი კერძები… ყველას ვურჩევ მოვიდეს ამ რესტორანში და ისიამოვნოს ამ არაჩვეულებრივი გარემოთი. პირადად ჩემთვის, „საამო“ უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი“. მანანა თოდაძე (მომღერალი): „არაჩვეულებრივი ინტერიერი, ქართულ-ევროპული და აზიური სამზარეულო, მომსახურების მაღალი ხარისხი… – ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ღირსეულ დაწესებულებას ეკადრება. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე ტერასამ მოახდინა, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარზე, ნარიყალაზე, მთაწმინდაზე… მოკლედ, მთელ თბილისზე იშლება უნიკალური ხედები. ამ სილამაზის უნახაობა ნამდვილად არ შეიძლება, ამიტომ ყველას ვურჩევ მოვიდეს „საამო“-ში და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდნენ.“

R

კომენტარები

სხვა სიახლეები