საკუჭნაოს დალაგებისას საოცარი რამ აღმოაჩინეს ( ფოტოკოლაჟი )

 

   განთქმული ამერიკული ბლოგის Reddit-ს მომხმარებელმა, მეტსახელად Evilenglish-მა აღმოჩენა გააკეთა, რომელზეც სინამდვილეში თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ბებიისა და ბაბუის სახლში, რომლებიც ბავშვობაში „განძის კუნძულზე“ უყვებოდნენ, საკუჭნაოში სეიფი აღმოაჩინა. მისი გახნა რთული აღმოჩნდა. მამაკაცმა დაბადების თარიღებიდან დაწყებული, პირადი ნომრის ჩათვლით ყველა კომბინაცია სცადა, მაგრამ ამაოდ.
საკუჭნაო ერთადერთი ადგილია, სადაც განძის დამალვა აზრად მოგივა. გასასვლელი არსაიდან არ ჰქონდა, ერთადერთი ჭუჭყიანი ნოხი იყო, რომელიც გათხრების მიზეზი გახდა. ხალიჩის ქვეშ უცნაური რაღაც გამოჩნდა, მის ქვეშ კი – სეიფი, რომელიც აღარავის ახსოვდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ სეიფის გახსნა კომბინაციებით არ მოხერხდა, დასახმარებლად ზეინკალი ტიმი გამოიძახა, რომელმაც თავაუღებლად იმუშავა.
როგორც იქნა, გააღეს. სეიფში აგურების მაგვარი რაღაცები ჩანდა, რომელიც ბოლოს მონეტებით და რულონებით სავსე ყუთები აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ფული წყლისგან იყო დაზიანებული, ხოლო ვერცხლის მონეტები და ფირფიტები 1000 დოლარად შეფსდა.
Evilenglish ამით არ დაკმაყოფილდა, მან ძმასთან ერთად ისევ გადაქექა სახლი და მაგიდის ქვეშ კიდევ აღმოაჩინეს განძი, სადაც იარაღები და ერთდოლარიანი კუპიურები იპოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები