5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს თუ მუშაობას არ დაიწყებთ, თვის ბოლოს ფულის გარეშე დარჩებით. დღეს მიიღებთ იმას, რაც გულით გსურდათ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
კურო
საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთი დიდი ხნის ჩანაფიქრს განახორციელებს. სწორად გადაანაწილეთ ბიუჯეტი და საკუთარი თავისთვის საჩუქრების შეძენა არ დაგავიწყდეთ.
ტყუპი
კარგი დღეა ფულის სარფიან ბიზნესში დასაბანდებლად. ზოგიერთს დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ.
კირჩხიბი
სამსახურში მშვიდი და მონოტონური დღე გელით. ზოგიერთს პრემია და უფროსის შექება ელის. ზოგიც ძვირად ღირებულ ნივთს (უძრავ ქონებას, ავტომობილს) შეიძენს.
ლომი
თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, დღეს დაგეგმილ ყველა საქმეს დაასრულებთ. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.
ქალწული
სამსახურში სასიამოვნო ცვლილებები გელით. გაგიმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. არ გაუშვათ ახალი შანსი ხელიდან.
სასწორი
სამსახურსა და ბიზნესში ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ გაუგებრობას. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
მცირე, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები გელით. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გვერდით. შეეხმიანეთ ნათესავებს. საღამოს ბავშვებთან ერთად გამხიარულდით.
მშვილდოსანი
ახალი პროექტები და იდეები უფროსთან ერთად განიხილეთ. აუცილებლად დაიმსახურებთ მის შექებას. დღის განმავლობაში საქმეებს ვერსად გაექცევით. ზოგიერთს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის, ზოგიც ნანატრ შვებულებას მიიღებს.
თხის რქა
საქმეების მოგვარებაში გარშემომყოფები დაიხმარეთ. შეიძლება თავი შეგახსენონ დიდი ხნის უნახავმა ნათესავებმა და კოლეგებმა. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას.
მერწყული
საინტერესო ადამიანების გაცნობა და საქმიანი შეხვედრები გელით. ზოგიერთს გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევებს.
თევზები
კარგი დღეა საყიდლებისთვის. თუ საქმეები საშუალებას გაძლევთ, ეს დღე განმარტოებით გაატარეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ. გამონახეთ დრო სახლში ჰარმონიის შესაქმნელად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები