საახალწლო მანათობელი წვერიანი მამაკაცებისთვის

ინტერნეტში წვეროსანი მამაკაცებისთვის საახალწლო მანათობელი სამშვენისი გამოჩნდა. მათ, ვინც წვერს ატარებს, რუდუნებით უვლის მას და ამაყობს თავისი მოვლილი წვერით, შეუძლია 18 ფერისგან შემდგარი LED მანათობელი გირლანდა შეიძინოს, რომელიც14 დოლარი ღირს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც დასავლური კვლევები ცხადყოფს, მოვლილი წვერი მამაკაცს უფრო მასკულინურს, სოციალურად დომინანტურს ხდის და უფრო აგრესიულ შეხედულებას აძლევს. ასევე ირკვევა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის პერსპექტივაში გამოკითხული ქალების უმრავლესობა სწორედ წვერმოშვებულ მამაკაცებთან ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას.

კომენტარები

სხვა სიახლეები