“სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია” – როგორ გახდა ცნობილი მოდელი მეურნე

იმას რა სჯობს, სა­დი­ლის კე­თე­ბი­სას, უცებ ეზო­ში რომ ჩა­ირ­ბენ, მოკ­რეფ მწვა­ნილს, რო­მე­ლიც იქ­ვე, სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან არის

ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნი­ნო ორ­დე­ნი­ძე ოდეს­მე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­კითხე­ბით ასე და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ის წყნეთ­ში, სა­კუ­თარ აგა­რაკ­ზე, მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბამ გა­ი­ტა­ცა და ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მიჰ­ყო ხე­ლი…

– ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა დი­დი ხა­ნია მინ­დო­და, მაგ­რამ ამ საქ­მეს თა­ვი წელს მო­ვა­ბი. სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლე­ბი მყავს და მწვა­ნილ­ზე სულ მათ­თან დავ­რ­ბო­დი, ისი­ნიც სი­ა­მოვ­ნე­ბით მიშ­ვებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ ბოს­ტ­ნებ­ში. ბო­ლოს მო­მე­რი­და და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­კუ­თა­რი მწვა­ნი­ლი მო­მეყ­ვა­ნა. არა­და, ნა­თე­ლა დე­ი­და ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლია, რო­ცა კი მწვა­ნილს ვთხოვ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, – მი­დი, შვი­ლო, გა­და­დი და მოკ­რი­ფე. თან, ისე­თი კარ­გი ბოს­ტა­ნი აქვს, იქ სი­ა­რულ­მა გა­მი­ჩი­ნა სა­კუ­თა­რის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი. თა­ვი­დან, ბოს­ტ­ნის­თ­ვის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას სა­ნამ და­ვიწყებ­დი, კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან, ვინც ამ საქ­მე­ში გა­მოც­დი­ლია და ყვე­ლა­ფე­რი იცის, კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე…

– რა ფარ­თო­ბი და­უთ­მე ბოს­ტანს?

– ალ­ბათ ასე, 300 კვ.მ და ეს ფარ­თო­ბი მთელ ეზო­ში ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი. მოკ­ლედ, ბოს­ტ­ნის­თ­ვის ად­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე. ჯერ დავ­ბა­რეთ და მი­წა გა­ვას­წო­რეთ, მე­რე კვლე­ბი გა­ვა­კე­თეთ, ნა­ყი­დი მქონ­და დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მწვა­ნი­ლე­ბის თე­სლე­ბი (ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, რე­ჰა­ნი, კა­მა, პიტ­ნა), ქინ­ძის თეს­ლი ნა­თე­ლა დე­ი­და­მაც მომ­ცა და ამ მწვა­ნი­ლის კვა­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მო­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ვგიჟ­დე­ბი ქინ­ძ­ზე, კერ­ძებ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ყე­ნებ, ისე­ვე, რო­გორც ნი­ორს. მაქვს წი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი და წი­თე­ლი მწა­რე წი­წა­კაც. დავ­რ­გე პო­მიდ­ვ­რის ჩი­თი­ლე­ბი, დავ­თე­სე კიტ­რიც.

– 300 კვად­რა­ტი არ­ც­თუ ისე პა­ტა­რა ფარ­თო­ბია ბოს­ტ­ნის­თ­ვის.

– კი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ზაფხულ­ში ეს მწვა­ნი­ლი გა­მო­მად­გე­ბა… გა­ზაფხულ­ზე წვი­მე­ბი რომ იყო, ყვე­ლა წუხ­და ამა­ზე, მე კი­დევ მი­ხა­რო­და, რად­გა­ნაც ნა­თე­ლა დე­ი­დამ მითხ­რა, წვი­მა ბოს­ტ­ნის­თ­ვის მის­წ­რე­ბააო. ჰო­და, წვი­მი­ა­ნი ამინ­დე­ბი რომ მი­ხა­რო­და, მე­გობ­რებ­თან ვამ­ბობ­დი, – რა კარ­გია, ბოს­ტანს მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დ­ნენ, – ცო­ტა ხომ არ გა­აფ­რი­ნაო… სა­ნამ წყნეთ­ში ამო­ვი­დო­დით, ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი დი­ლა-სა­ღა­მოს ჩვენს ბოს­ტანს და­მა­ტე­ბით რწყავ­და. მწვა­ნი­ლი, სა­დაც მზე მე­ტად ხვდე­ბო­და, უკე­თე­სად წა­მო­ვი­და, წი­თე­ლი წი­წა­კა ცო­ტას კი ჭირ­ვე­უ­ლობ­და, – მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არ და­თე­სო, გა­გაწ­ვა­ლებ­სო, მაგ­რამ ვგიჟ­დე­ბი წი­თელ წი­წა­კა­ზე და უარი ვერ ვთქვი, თან, ბოს­ტანს ალა­მა­ზებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი შე­სა­ხე­და­ვია ბოს­ტა­ნი, სა­დაც ერ­თად არის წი­თე­ლი წი­წა­კა, რე­ჰა­ნი და და­ნარ­ჩე­ნი მწვა­ნი­ლი. თან, ზო­გი­ერ­თი კვა­ლი სიგ­რ­ძე­ზე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ზო­გი – სი­გა­ნე­ზე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

– დი­ზა­ი­ნიც ჩა­გირ­თავს ბოს­ტ­ნის გა­შე­ნე­ბა­ში.

– დი­ახ, მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ჩვენს ეზო­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­წა აღ­მოჩ­ნ­და. არა­და, სულ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ წყნეთ­ში მი­წა დი­დად არ ვარ­გაო და მუდ­მი­ვად ბოლ­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლი­სა და მი­საქ­ცი­ე­ლის მი­წას აქებ­დ­ნენ. მოკ­ლედ, მი­წამ გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

– ისე­თი გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ, გატყობ, რომ ძა­ლი­ან მოგ­წონს მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა.

– კი, რა­ღაც სხვა ხიბ­ლი აქვს… მა­გა­ლი­თად, წახ­ვე­დი ბა­ზარ­ში, მო­ი­ტა­ნე პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის მწვა­ნი­ლი, ამას ისე­თი ხიბ­ლი არა აქვს, რო­გო­რიც შე­ნი ბოს­ტ­ნი­დან მო­წე­ულს, თან, რო­ცა დაგ­ჭირ­დე­ბა, ახალ-ახალს რომ მოკ­რეფ და მოწყ­ვეტ, სხვა გე­მო აქვს. ეზო­ში ტყე­მა­ლიც გვაქვს და სა­ზამ­თ­როდ ბევრს ვა­კე­თებთ, ჩე­მი მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლი ამის­თ­ვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნე.

– ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში მე­ურ­ნე­დაც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­ხარ.

– კი და მე­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო და­ვიხ­ვე­წე­ბი. სა­სი­ა­მოვ­ნოა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა. სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლია. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი გა­ინ­ტე­რე­სებს, – გა­ი­ხა­რებს თუ არა, რაც თან­და­თა­ნო­ბით ხდე­ბა. მე­რე სწავ­ლობ, კითხუ­ლობ. ჰო, პიტ­ნა მაქვს კი­დევ ბევ­რი, ქინ­ძი­ვით ამა­საც ბლო­მად ვი­ყე­ნებ, ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ის რომ და­ვა­ყე­ნებ ხოლ­მე, ჭი­ქა­ში პიტ­ნის ფოთ­ლებს ვა­მა­ტებ, სა­ო­ცარ არო­მატს აძ­ლევს. თან, ეს მცე­ნა­რე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად მრავ­ლ­დე­ბა და მო­დის.

– შავ ჩა­ი­ში პიტ­ნას ამა­ტებ?

– კი, ცხელ ქაფ­ქა­ფა ჭი­ქა­ში სა­მი ფო­თო­ლი პიტ­ნა რომ ჩა­ვა­მა­ტოთ და ცო­ტა ახა­ლი ლი­მო­ნიც, სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გე­მო აქვს. თან, ზაფხულ­ში ასე­თი ნა­ყე­ნის და­ლე­ვას არა­ფე­რი სჯობს. სიცხე­ში ცხე­ლი ჩაი ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. ალ­ბათ იცით, რომ მწვა­ნილს მოკ­რე­ფას თა­ვი­სი წე­სი აქვს, ფეს­ვი­ა­ნად არ უნ­და ამო­ი­ღო, ისე უნ­და მოწყ­ვი­ტო ღე­რო­ე­ბი, ფეს­ვი რომ დარ­ჩეს, ახა­ლი მწვა­ნი­ლი რომ ამო­ვი­დეს. მაქვს ასე­ვე მარ­წყ­ვი და ჟო­ლო. ეს კენ­კ­რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხა­რობს წყნეთ­ში, თუმ­ცა ცო­ტა გა­ვა­შე­ნე, უმ­ც­რო­სი შვი­ლი ალერ­გი­უ­ლია და შევ­შინ­დი, დი­დად არ გა­ვავ­რ­ცე­ლე, არ მი­ე­პა­როს და არ მოწყ­ვი­ტოს-მეთ­ქი. თუმ­ცა, ხომ ვამ­ბობ, მარ­წყ­ვი და ჟო­ლო წყნეთ­ში ყვე­ლას აქვს.

– ვარ­დე­ბი არ გიყ­ვარს? ეზო­ში არ გინ­და, რომ გა­ა­შე­ნო?

– კი, მიყ­ვარს და მქონ­და კი­დეც, მაგ­რამ ერთ წელს სა­ში­ნე­ლი ცი­ვი ზამ­თა­რი რომ იყო, გა­ი­ყი­ნა. ვი­ნა­ი­დან წელს ბოს­ტან­მა გა­მი­ტა­ცა, ვარ­დე­ბი აღარ და­მირ­გავს, თან ეზო­ში რა­ღა­ცე­ბის შეც­ვ­ლას ვა­პი­რებ და ყვა­ვი­ლებ­საც მივ­ხე­დავ. მოკ­ლედ, მუ­შა­ო­ბა არ მე­ზა­რე­ბა, გურ­მა­ნიც ვარ, ვგიჟ­დე­ბი კარგ სა­დილ­ზე და სულ ვა­კე­თებ. ეტყო­ბა, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მართ ასე­თი ინ­ტე­რე­სი.

– ისე, ყო­ფი­ლი მო­დე­ლის­გან ასე­თი მონ­დო­მე­ბა ცო­ტა გა­მიკ­ვირ­­და, იშ­ვი­ათია.

– ჰო, რა ვი­ცი, მე ძა­ლი­ან მომ­წონს. იმა­საც რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტია, ჩვენ­თან, ზაფხულ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს, ბევ­რ­ნი ვართ და სულ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ. ამას­თან, ბოს­ტ­ნე­უ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჰო­და, იმას რა სჯობს, სა­დი­ლის კე­თე­ბი­სას, უცებ ეზო­ში რომ ჩა­ირ­ბენ, მოკ­რეფ მწვა­ნილს, რო­მე­ლიც იქ­ვე, სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან არის. ის კი არა, გა­სულ წელს 50 ქა­თა­მი მო­ვიყ­ვა­ნე, სა­ქათ­მეც ბოს­ტან­თან მაქვს. 50-ვე კვერ­ცხის მდე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. სა­ქათ­მეს რომ ვა­კითხავ­დი, კვერ­ცხით გა­და­თეთ­რე­ბუ­ლი იყო იქა­უ­რო­ბა… სტუმ­რებს შემ­წ­ვა­რი ქათ­მი­თაც ვუ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­დით. მე­რე იმ ქათ­მე­ბის ნა­წი­ლი ჩე­მი ქმრის ბი­ძას გა­ვა­ტა­ნე. ახ­ლაც მინ­დო­და, მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ნა­თე­ლა დე­ი­დამ მითხ­რა, თრი­თი­ნე­ბია მომ­რავ­ლე­ბუ­ლიო. თან, რომ მო­ვიყ­ვა­ნო, ახ­ლა ბოს­ტანს გა­მი­ფუ­ჭე­ბენ. ცო­ტა ხნის წინ ღო­რე­ბიც გვყავ­და, ჩე­მი ხე­ლით გავ­ზარ­დე, ტა­ბახ­მე­ლი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, რომ `ზა­ო­დო­ბა­ზე~ დაგ­ვეკ­ლა, მაგ­რამ ბო­ლოს ისი­ნიც გა­ვა­ჩუ­ქე, ჩე­მი გაზ­რ­დი­ლე­ბი რომ იყ­ვ­ნენ, დაკ­ვ­ლა არ შე­მეძ­ლო. ვე­ნა­ხიც გვაქვს, ამას­თან, კარ­გი მსხლი­სა და ტყემ­ლის ხე გვიდ­გას და მათ­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჭა­ჭა გა­მო­დის. იმ ჭა­ჭა­ში თერ­მო­მეტ­რი რომ ჩა­დეს, ვერ გა­უძ­ლო, ისე­თი მა­ღა­ლი გრა­დუ­სი ჰქონ­და…

– იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არა აქვს, რას ურ­ჩევ?

– ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, გურ­მა­ნი უნ­და იყოს, კარგ კერ­ძებს უნ­და ამ­ზა­დებ­დეს ანუ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა უნ­და უყ­ვარ­დეს. მა­გა­ლი­თად, ჩემს მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რია, სახ­ლის ტე­რა­სა­ზე პა­მიდ­ვ­რე­ბი მოჰ­ყავს. მოკ­ლედ, ში­ნა­გა­ნად უნ­და გქონ­დეს ამის სურ­ვი­ლი. ვი­ღა­ცებს ეს ყვე­ლაფ­ერი ეძ­ნე­ლე­ბათ, არა­და, უად­ვი­ლე­სია. სა­ერ­თოდ, ყვე­ლაფ­ერი მა­ინც სურ­ვი­ლი­დან მო­დის. რა­საც აკე­თებ, უნ­და გინ­დო­დეს. თან, გი­ხა­რია, სა­ღი პრო­დუქ­ტია, მარ­გე­ბე­ლია. სულ მიკ­ვირს, თუ ადა­მი­ანს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ად­გი­ლი აქვს, რა­ტომ არ უნ­და გა­ა­კე­თოს?! არ უნ­და იზარ­მა­ცო, და­მი­ჯე­რეთ, ყვე­ლა­ფე­რი ელე­მენ­ტა­რუ­ლია. სი­ზარ­მა­ცე გვერ­დით გა­დავ­დოთ და ვიშ­რო­მოთ.

წყარო:ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები