რუსული კანფეტები და ბანანები ერეკლე II -ის საფლავზე – ფანატიზმი თუ პატივისცემა

პიარექსპერტი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში სურათს აქვეყნებს, სადაც ერეკლე II-ის საფლავზე ბანანები და, როგორც თავად წერს, რუსული კანფეტებია დალაგებული. მისივე თქმით, ნიგვზის მოყრაც შეიძლებოდა, მაგრამ ძვირია. ამბავმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. ზოგი თვლის, რომ ხალხი ასე გამოხატავს პატივისცემას, ზოგს კი მიაჩნია, რომ ამგვარი რამ ფანატიზმია. როგორც გიორგი კალატოზიშვილმა “კვირა+”-თან საუბრისას აღნიშნა, ამ ქმედებას ის პატივისცემას ვერ დაარქმევდა და უფრო უვიცობა, გაუნათლებლობაა გამოკვეთილი. მისივე თმით, ამგვარი რამ ქართველი პატრიოტისთვის მიუღებელია.

“გარკვეული ირონიის მომგვრელია, ასეთი ღირსეული ადამიანების მიმართ, როგორიც იყო სახელოვანი ერეკლე II. რუსული კანფეტების დადება ნებისმიერი მეფის საფლავზე და მითუმეტეს, ბანანების, _ მიუღებელია. ამას პატივისცემას ვერ დაარქმევ, უფრო უვიცობა, გაუნათლებლობა იკვეთება, ეს ის მეფეა, რომლის დროსაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ იღწვოდა და მაგ დროს დაიდო ის საბედისწერო სტარტაპი. რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცას რომ ხედავ, ქართველ პატრიოტს არ გსიამოვნებს. თუმცა, პროვოკაციები იმდენად მომრავლებულია, არაა გამორიცხული გარკვეული რეზონანსისთვის იყოს გაკეთებული. ზუსტად იციან, ამას ექნება გაზიარება, დიკუსია და კრიტიკა, მაგრამ კანფეტი და ბანანი ძაან სასაცილოა, ასეთი რამ ქართველს არ ეკადრება, უბრალოდ”,-ამბობს გიორგი კალატოზიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები