რუსთავში პატრულმა, სხვა საპატრულო ეკიპაჟის მანქანა დააჯარიმა

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირა+”-ს შს სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად დაჯარიმდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები