„რუსთავი 2-ში რომ აღარ ვიქნები…“ – რა გადაწყვიტა ნიკა გვარამიამ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ გეგმებზე საუბრობს, როცა ტელევიზიაში აღარ იქნება. „გადავწყვიტე: „რუსთავი 2-ში“ რომ აღარ ვიქნები (არ მკითხოთ როდის. როცა იქნება, ხო აღარ ვიქნები), სიამოვნებით გავაკეთებ საქართველოში პირველ კარგ უნივერსიტეტს. მაღალი დასავლური კლასის, რომ გაგისწორდება იქ სწავლა, მაღალი კლასის ცოდნას მიიღებ და აუცილებლად დასაქმდები. მოკლედ, პირველ ხარისხის ნიშანს შევქმნი ქართულ საუნივერსიტეტო განათლებაში. პირველს, იმიტომ რომ მაღალი კლასის უნივერსიტეტი საქართველოში არ არსებობს. მოკლედ, ასე გადავწყვიტე და ინვესტორებს უნდა დავაკვირდე ერთი“, – წერს ნიკა გვარამია

კომენტარები

სხვა სიახლეები