რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს – ემოციური წერილი ციხიდან (ვიდეო)

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილი, რომელიც თითქმის ორთვიანი ძებნის შემდეგ რესტორანში დააკავეს, ცოლის მოყვანას აღნიშნავდა.
პატიმარი “იმედის დროსთვის“ მიწერილ წერილში ყვება, თუ როგორ მოახერხა გაქცევა და ამის შემდეგ ცოლი შეირთო.
„დიდი ხანი ვემზადებოდი, თავისუფლების წყურვილი მამოძრავებდა, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში უფრო ბევრი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე გარეთ. ჩემი მთელი ავლადიდება ჩემი ოჯახია – დედა, მამა და და. ვემზადებოდი გასაქცევად და პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რათა დრო მომეგო და გავქცეულიყავი.
შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. საბადრაგო სამსახურმა მოადუნა ყურადღება და გავიქეცი ყველაზე მკაცრი ციხიდან. შემდეგ გავიგე, რომ ბადრაგის თანამშრომლებიც დაუკავებიათ. არადა ეს ადამიანები რა შუაში არიან. ყველაფერი მარტომ დავგეგმე და განვახორციელე. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ შეთანხმებული ვიქნებოდი ვინმესთან და გაქცევაში მომეხმარნენ. ეგეთი რამ არ ყოფილა”, -წერს ვარამაშვილი.
ოთარ ვარამაშვილმა ციხიდან გაქცევის შემდეგ (45 დღის განმავლობაში) მოახერხა და ოჯახის შექმნა მოასწრო. მან ჯვარი ერთ-ერთ მონასტერში ქალაქგარეთ დაიწერა.
“ისევ სახლში ვარ – ციხეში ვარ და ვდარდობ ჩემს მეუღლეზე, რომელიც ჩემზე მეტად განიცდის ჩემს დაჭერას, ღმერთმა მომცა შანსი და ცოლი მოვიყვანე. დიახ, როცა სასამართლოდან გავიქეცი, ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ მალე გავალ ციხიდან და როგორც სხვები, მეც ისე მშვიდად ვიცხოვრებ”, – წერს პატიმარი “იმედის დროსთვის” მიცემულ წერილში.
ამჟამად ვარამაშვილი ისევ ციხეშია. ადვოკატის ვარაუდით, მას საპატიმროში 7-8 წლის გატარება კიდევ მოუწევს.

patimari“იმედის დრო“ პატიმრის გაქცევის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, როგორ ისვრის გაქცეული პატიმარი ბადრაგის მიმართულებით ნივთს და გარბის.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები