რუსეთის მოქალაქემ პოლონელი დიპლომატი სცემა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არტურ ლომპარტმა თავის ტვიტერში განაცხადა, რომ პოლონელი დიპლომატი აეროპორტში რუსმა მგზავრმა სცემა.

მისი თქმით, ინციდენტი „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ბორტზე მოხდა, რომელიც ირკუტსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ლომპარტმა დააზუსტა, რომ დამნაშავე დააკავეს. მან თავდამსხმელს „ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი“ უწოდა. დიპლომატს კი შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლონეთის საელჩომ მოსკოვში მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას განმარტონ ინციდენტის გარემოებები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირი.
როგორც მედიით ხდება ცნობილი, თვითმფრინავში საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქე რიგში მდგარ დიპლომატს თავს დაესხა და მუშტებით სცემა. როგორც ირკვევა, მას არ მოეწონა, რომ რიგში მდგარმა ადამიანებმა მას საპირფარეშოდან მალე გამოსვლა სთხოვეს. აღნიშნული მოქალაქე აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები