“როცა წამლები გადმომცა, ჩემზე გახარებული იყო” – რა მოხდა კალაურში

“კალაურში გავაჩერე გამვლელი პატრული. რამდენიმეგან სცადა დაკავშირება და გამიწია მყისიერი მხარდაჭერა”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ჯანიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და პოლიციელს მადლობას უხდის.

“ეს უნდა დავწერო! მადლობა ადამიანს რომელსაც პირველად შევხვდი დღეს, არ ვიცი მისი არც სახელი, არც გვარი. უკიდურესად მჭირდებოდა გარკვეული მედიკამენტები, გურჯაანის რ-ნ სოფ. კალაურში გავაჩერე გამვლელი პატრული. რამდენიმეგან სცადა დაკავშირება და გამიწია მყისიერი მხარდაჭერა. p.s. როდესაც წამლები მომიტანა და გადმომცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე გახარებული იყო. სწორედ ამ ადამიანობის გამო კიდევ ერთხელ მადლობა!!!” – წერს ნათია ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები