გარეთ გამოსული შშმ პირი შინ პატრულის მანქანით დაბრუნდა(ვიდეო)

შშმ პირს, რომელსაც სახლში დაბრუნება ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაუჭირდა, სახლამდე სამართალდამცველებმა სამსახურეობრივი მანქანით, პირადად მიაცილეს.
საპატრულო ეკიპაჟს დახმარების თხოვნით შშმ პირის მეგობრებმა მიმართეს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს აუცილებელი საჭიროებებისთვის სახლიდან გასვლა შორს მოუწია, გზაში კი თავი შეუძლოდ იგრძნო.
დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის პირობების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვის გამო, საპატრულო პოლიცია სხვადასხვა სიტუაციაში მოქალაქეებს ხშირად ეხმარება.

კომენტარები

სხვა სიახლეები