“რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა, იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო”

მამა ნექტარიუსი მჭედლიძე სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთ გმირზე მომღერალ ლელა ვეფხვაძეზე წერს.
“რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო ასეც იყო, მაგრამ გადარჩა, გადარჩა და იმ დღიდან, როცა 9 აპრილის საშინელი ღამე ნახა, სიმღერით ირჩენს თავს.
მეტროში ვაგონ-ვაგონ დადის და მოწყალებას ითხოვს იმ სიმღერის სანაცვლოდ, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნი გახდა. “დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…” სიცოცხლეში დავაფასოთ და სიცოცხლეშივე გავცეთ სიყვარული, იქ ღმერთია ჩვენი პატრონი”, – წერს მამა ნექტარიუსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები