რატომ მოიკლა თავი ჯგუფ “The Prodigy”-ის ვოკალისტმა

​ჯგუფ “The Prodigy”-ის ვოკალისტი და სოლისტი, კიტ ფლინტი გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, მან მეუღლესთან განქორწინების და ქონების გაყოფის ფონზე თავი მოიკლა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას გამოცემა “The Sun” ავრცელებს.
თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ფლინტმა დიდ ბრიტანეთში, ესექსის სამეფოში არსებული სახლი გასაყიდად გამოიტანა, როგორც ჩანს, მუსიკოსი იძულებული იყო უძრავი ქონება გაეყიდა.
მისი ყოფილი მეუღლე, მაიუმი კაი იმ დროისთვის იაპონიაში იმყოფებოდა. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ კიტ ფლინტს დეპრესია ჰქონდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები