რომის პაპმა ქორწინება ციხეს შეადარა და სასიძოს ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ქორწინება ხუმრობით ციხეს შეადარა და ვატიკანის ერთ-ერთ ჟურნალისტ მამაკაცს ქორწილის წინ მხარდაჭერა გამოუცხადა.

მედიის ინფორმაციით, მომავალ ქმარსა და პონტიფიკოს შორის საუბარი ტაილანდში გზაზე შედგა, სადაც რომის პაპი დღეს ვიზიტით ჩავიდა.

„როდის მიდიხარ ციხეში?“ – იკითხა ფრანცისკემ, ჟურნალისტმა მამაკაცმა უთხრა, რომ ქორწილის წინ ღელავს.

საუბრის შემდეგ რომის პაპი თანაშემწეებს გაესაუბრა და ჟურნალისტს ორი კრიალოსანი აჩუქა, „რათა მღელვარება მოგეხსნას“, – ახსნა ფრანციკემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები