რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ეფექტური – ექსპერტიზის შედეგები

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ და რომელი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია? აქედან მეორე შეკითხვაზე ბევრი დაფიქრებულა, პირველზე კი, სამწუხაროდ, ხშირად არ ვფიქრობთ. ძირითადად არჩევანს ვაკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით.

მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.
სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითად მოქმედებენ კანის უჯრედებზე, მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლიათ დააზიანონ ღვიძლი, თირკმლები, ფილტვები და ნერვული სისტემა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ჩვენს ორგანიზმში.

ფხვნილში ფოსფატების არსებობა პირველ რიგში სახიფათოა გარემოსთვის, სადაც სარეცხი მანქანისგან გამომავალი წყალი ხვდება. ფოსფატები შეუქცევლად ანადგურებენ წყალსაცავების ეკოსისტემას. ამიტომ დღეს უკვე ბევრი ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს სარეცხი საშუალებების შემადგენლობაში მათი გამოყენების აკრძალვას. ამასთან, ფოსფატურ დანამატებს შეუძლიათ გააძლიერონ ანიონური ზედაპირულად აქტიური ელემენტების უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, ხელი შეუწყონ მათ დაგროვებას ქსოვილის ბოჭკოებში, გააძლიერონ მათი შეღწევა  კანის უჯრედებში და, ზოგიერთი მონაცემით, სისხლის თვისებების შეცვლაც კი გამოიწვიონ. ყველაზე კარგად ანიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივშიებებს იკავებს შალისა და ბამბის ქსოვილი, იმდენად, რომ თბილ წყალში 10-ჯერ გავლების შემდეგაც კი, ქიმიური ნივთიერებები ქსოვილის ბოჭკოებში მაინც რჩება.

იმისათვის, რათა გაერკვიათ, რამდენა საშიშია ჯანმრთელობისთვის კონკრეტული სარეცხი ფხვნილი, ექსპერტებმა განსაზღვრეს ტოქსიკურობის ინდექსი. ამისათვის ფხვნილს ხსნიან წყალში და მიღებულ ხსნარში ათავსებენ ცოცხალ უჯრედებს – ხარის სპერმატოზიოდებს. რაც უფრო ადრე დაიღუპება უჯრედები, მით მეტად მომწამვლელია ფხვნილი.
პორტალ “როსკონტროლის” ექსპერტებმა ამგვარი მეთოდით გამოიკვლიეს სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე პოპულარული სარეცხი ფხვნილები: «Tide», «Ariel», «Миф», «Persil Expert», «Пемос» და «Dosia». ტოქსიკურობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდა სარეცხ ფხვნილებს “Пемос” და “Ariel”, ე.ი. მათში ყველაზე მეტი რაოდენობით შედის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები