„როგორ ჩანთებს გაუწევენ რეკლამირებას კრისტენ სტიუარტი, ვანესა პარადი და ელის დელალი“(ფოტოკოლაჟი)

კარლ ლაგერფელდმა ახალი ჩანთების კოლექციის რეკლამირებისთვის მოიწვია: კრისტენ სტიუარტი, ვანესა პარადი და ელის დელალი.
კრისტენ სტიუარტმა და კარლ ლაგერფილდმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 2007 წელს გაიცნეს. 2013 წელს, როდესაც კრისტენ სტიუარტი Métiers D’art-ის სახე გახდა, ახალი რეკლამის შესახებ უკვე იანვრის ბოლოს იყო ცნობილი, და კრისტენ სტუარტი, ვანესა პარადი და ელის დელალი, კარლ ლაგერფელდის გარემოცვასთან ერთად, Chanel Haute Couture-ის ჩვენებაზე გამოჩნდნენ.
კრისტენ სტიუარტს პატივი ერგო საზოგადოების წინაშე, გამოჩენილიყო Chanel-ის 11.12 ბრენდის ჩანთით, რომელიც გაბრიელა შანელმა 1960 წელს შექმნა. რაც შეეხება მოდელ ელის დელალს, მან შანელთან თანამშრომლობა სამი წლის წინ დაიწყო. მან ჩანთა boy-ს გაუწია რეკლამირება. ჯერ კიდევ მაშინ ლაგერფელდმა მას უწოდა ამ რეკლამისთვის იდეალური სახე და კიდევ ერთხელ დააკისრა მას, რეკლამირება გაეწია boy-სთვის. „ვანესა პარადის თამამად შეიძლება დავარქვათ შანელის სიმბოლო“,- აცხადებს ლაგერფილდი. პირველად პარადი 1991 წელს გამოჩნდა, მაშინ მან რეკლამა სუნამო COCO-ს გაუწია, ახლა კი იგი ჩართულია ჩანთების ახალი კოლექციის ჩვენებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები