როგორ შევღებოთ კვერცხები ხახვის ფურცლებით

საქართველოში სააღდგომოდ ენდრო ყველგან იყიდება და კვერცხების შეღებვა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ უამრავ ჩვენს თანამემამულეს საზღვარგარეთ ენდროს შოვნა უჭირთ.
სწორედ მათთვისაა ეს რეცეპტი!
თუ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხახვის ფურცლების მოგროვებას მოახერხებთ, სააღდგომოდ წითელი კვერცხები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას.
მაშ ასე: ქვაბში
ჩაყარეთ ბლომად ხახვის ფურცლები. ჩაალაგეთ გარეცხილი კვერცხები და დაასხით იმდენი წყალი რომ დაფაროს. აადუღეთ და ხარშეთ, სანამ კვერცხები არ შეიფერება. გააცივეთ ნახარშშივე, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ, გააშრეთ და ზეთიანი ბამბა გადაუსვით.
ნახატების გასაკეთებლად დაგჭირდებათ ძველი წინდა. შეგიძლიათ დაჭრათ, ან პირდაპირ მაშივე გამოაკრათ კვერცხი. კვერცხი წინასწარ დაასველეთ და მწვანილის ფოთლები ადვილად მიეკრობა.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები