როგორ უნდა გავუმკლავდეთ ოფისის ვამპირებს?

თითქმის ყველა კოლექტივში არის ადამიანი, ხანდახან რამდენიმეც, ვინც დანარჩენების გაღიზიანებას იწვევს. როგორ მოვახერხოთ მათთან ურთიერთობა სტრესის გარეშე?

გაღიზიანებას, როგორც წესი, რაიმე ერთი შტრიხი იწვევს და მას ადამიანი სულ რამდენიმე წუთით ავლენს. ასეთ კოლეგასთან ურთიერთობისგან მიღებული დისკომფორტის შეგრძნება კი მთელი დღე  შეიძლება გაგრძელდეს. მათ სხვანაირად ენერგეტიკულ ვამპირებსაც ეძახიან.

საქმე კი ისაა, რომ ჩვენ, ჩვეულებრივ, გაღიზიანების გამომწვევ სიტუაციაზე არასწორად ვრეაგირებთ. ცნობიერება დროდადრო უბრუნდება ამ შემთხვევას, ჩვენ კი ნერვულ სისტემას ისევე ვარყევთ, როგორც მტკივან კბილს – თან ტკივილსაც განვიცდით და თანაც რაღაც მაზოხისტურ სიამოვნებასაც.

აგრესორის ალაგმვა

ყველაზე მძიმე ასატანი შინაგანად სიძულვილით სავსე ადამიანის გვერდზე ყოფნაა. იგი პერიოდულად შეიძლება აფეთქდეს, იყვიროს, ფეხები აბაკუნოს, კარიც გაიჯახუნოს ხოლმე და ირგვლივ მყოფები დააფრთხოს ან ჩუმად ატაროს გულში თავისი სიძულვილი და მოულოდნელად ცივად და სასტიკად გაუსწორდეს მსხვერპლს.

2-office-vampire-friday-geრა უნდა გააკეთოთ? თუ თქვენ ზიხართ, აგრესორი კი დგას, წამოდექით, რათა მას ქვემოდან არ უყუროთ – ასე თქვენც ითრგუნებით და მასაც ძალები ემატება. უყურეთ თვალებში – საკმაოდ დიდხანს, მაგრამ არც მთლად დაჟინებით, რადგან დაჟინებული მზერა შეიძლება თავდასხმის საფრთხედ აღიქვას.

დაიჭირეთ მომენტი და მშვიდად წარმოთქვით: „მართალი ხართ“. არ აქვს მნიშვნელობა,  რას დაამატებთ ამას, რადგან სიტყვები „მართალი ხართ“ განრისხებულ ადამიანს აჩერებს. მას კარის შემტვრევა უნდოდა, კარი კი თავისით გაიღო. როცა აგრესორი ცოტა ტემპს შეამცირებს, უთხარით: „როდესაც ასეთი ტონით ლაპარაკობთ, ძალიან მწყინს“.

ასეთი სიტყვები განრისხებულ ადამიანებს რატომღაც ამშვიდებს. მათ თითქოს ზუსტად სხვისი წყენინება უნდათ, თუმცა, მსგავსი ფრაზის მოსმენის შემდეგ ამას მხოლოდ გონის დაკარგვამდე ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანი გააკეთებს.

სპილოდ გადაქცეული კოღო

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ. უმცირესი ცხოვრებისეული თუ სამსახურეობრივი ცვლილება პანიკაში აგდებთ, იწყებენ ალბათური სიტუაციების წარმოდგენას და ჭორების გავრცელებას.

მაგალითად, თუ შესაძლო შემცირებების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, რასაკვირველია, თავს კარგად ცოტა თუ იგრძნობს. პანიკიორი კი შავბნელი სურათების წარმოდგენით საკუთარ თავსაც და სხვებსაც უფრო მეტად აფორიაქებს. მასთან ურთიერთობისას უძლურებისა და განგაშის გრძნობა გეუფლებათ.
4-office-vampire-friday-geასეთ ადამიანს მშვიდად უნდა დაელაპარაკოთ, კითხოთ,  რა აწუხებს კონკრეტულად და დაე ილაპარაკოს თავის შიშებზე, სანამ არ გაუვლის. შემდეგ კითხეთ, არსებობს თუ არა  სიტუაციის სხვაგვარად განვითარების სცენარი, ან შემცირებები საერთოდ არ მოხდეს ან მას გვერდი აუაროს.

თუ პანიკიორი მაინც ვერ დამშვიდდება, კითხეთ, რისი გაკეთება შეუძლია ამ წუთას სიტუაციის შესაცვლელად. როგორც წესი, ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ მოვლენათა განვითარებისთვის მშვიდად დალოდების მეტი არაფერი შეუძლია ან სასწრაფოდ სხვა სამსახურის ძებნა უნდა დაიწყოს.

ცუდი გამოსავალი არც ესაა – აქტიური მოქმედება, ჩვეულებრივ, პანიკას ფანტავს.

მოლაყბეები

ამ ხალხს თავიანთი ყბედობით ანგელოზური მოთმინების მქონე ადამიანისთვის თავის მობეზრებაც კი შეუძლიათ. ისინი ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და თან არსებითს არაფერს ამბობენ.12-office-vampire-friday-ge

თქვენ იძულებული ხართ დრო კარგოთ და ელოდოთ, როდის მორჩება ეს ყბედი უაზრო ლაქლაქს და არსებით სათქმელამდე მივა. ხანდახან ავიწყდებათ კიდეც რაზე დაიწყეს საუბარი და თქვენ გეკითხებიან: „ვაი, რას ვამბობდი?“

ეს ფსიქიკის თავისებურებაა: ზოგიერთ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ხმამაღლა ფიქრი.

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დამღლელია, ამიტომაც მათთან საუბარი მკაცრ ჩარჩოებში უნდა მოაქციოთ. როცა ქვეცნობიერის ნაკადი დაიწყება, ყბედს თვალებში შეხედეთ და სახელი დაუძახეთ. ეს ერთწამიან პაუზას მაინც გამოიწვევს და ამ მომენტში შესთავაზეთ, ჩამოაყალიბოს მთავარი სათქმელი, რისი თქმაც ერთ წუთში შეუძლია, რადგან დანარჩენისთვის, სამწუხაროდ დრო არ გაქვთ. ან: „დეტალები მერე იყოს. რა არის იდეის ძირითადი აზრი?“

თუ გრძნობთ, რომ მის სიტყვებში იხრჩობით, შეაწყვეტინეთ: „მოდით, შევისვენოთ, შემდეგ კი საკითხს დავუბრუნდეთ და სწრაფად განვიხილოთ.

უკიდურეს შემთხვევებში შეგიძლიათ დაკავებულობა მოიმიზეზოთ და სათქმელის ელექტრონული ფოსტით მოწერა შესთავაზოთ.

ხშირად ჩვენს რეალობაში, როცა სამსახურეობრივი და პირადი ურთიერთობები მეტისმეტად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ძალიან ძნელია საუბარზე ასეთი სახით უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთოთ – ან ყბედის ლაქლაქით გაწამდეთ ან ვაჟკაცობა მოიკრიბოთ და თავიდან კულტურულად მოიშოროთ.

ყველა ადამიანი მტერია

ისეც ხდება, რომ ვიღაცას უბრალოდ არ უყვარხართ. იქნებ თქვენზე წარმოდგენა ერთი უმნიშვნელო ქცევის მიხედვით ჩამოუყალიბდა, ან ოდესღაც რაღაცით აწყენინეთ, ან უბრალოდ ვინმე უსიამოვნო ადამიანს აგონებთ. ეს ადამიანი ბუზღუნებს, იკბინება, დაგცინით. მსგავსი საქციელის მშვიდად ატანა ცოტას თუ შეუძლია – ეს ადამიანს უბრალოდ
13-office-vampire-friday-geძალას აცლის.

ჩვეულებრივ, თუ ადამიანს ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება შევატყეთ, იგივეთი ვპასუხობთ, რაც მის მტრულ განწყობას კიდევ უფრო აღრმავებს.

ან სიტუაციაში გარკვევას ვცდილობთ და ვეკითხებით: „რა გჭირს? ასე რატომ იქცევი?“. მეორე ხერხიც არ მუშაობს, რადგან მტრულად განწყობილი ადამიანი თქვენს სიტყვებს გამოწვევად აღიქვამს.

აჯობებს კითხვა ნეიტრალურ, რიტორიკულ ტონში დასვათ: „რაიმე მოხდა?“

თუ ესეც არ უშველის, პირდაპირ კითხეთ „მტერს“: „შევნიშნე, რომ გაღიზიანებთ. შემიძლია როგორმე შევცვალო ქცევა, რომ ჩემდამი უკეთესად განეწყოთ?“

როგორც წესი, ასეთი პირდაპირი მიმართვა ადამიანს აცბუნებს, რადგან იგი მსგავსი საკითხების ღიად განსჯას მიჩვეული არ არის.

ყველაფერი იისფერია

ეს ადამიანები არაფერში ერევიან, ურთიერთობას გაურბიან და თუ უშუალოდ მათ არ ეხება, არ აინტერესებთ, რა ხდება ირგვლივ. მათთვის თანაგრძნობისა და გაგებისთვის მიმართვა
8-office-vampire-friday-geამაოა. ასეთ ხალხს მანქანებთან და ავტომატებთან ურთიერთობა უფრო სიამოვნებთ, ვიდრე ადამიანებთან.

გაანებეთ მათ თავი, თუ კორპორაციულ საღამოებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა არ უნდათ, ისხდნენ საყვარელ კომპიუტერებთან. მათთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს დირექტორსა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტში – ნუ ეცდებით თამაშში ჩაითრიოთ.

თუ მაინც გინდათ მათთან ურთიერთობა, მისივე ენაზე ელაპარაკეთ, თხოვეთ გააანალიზოს სიტუაცია, გამოთვალოს ყველა pro და contra.

მე საუკეთესო ვარ!

ამ ადამიანებს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და  სასურველის მიღწევას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ. ისინი საუკეთესოები არიან ყველაფერში: საქმეს ყველაზე სწრაფად და პროფესიონალურად ასრულებენ, ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და ლამაზი შვილები ყავთ, მეუღლე ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველია, რომ მსგავსი არავის არასდროს უნახავს. ამ თემებზე დაუსრულებელი ლაქლაქი ყველას ღლის და აღიზიანებს.

ესაა პიროვნების განსაკუთრებული ტიპი – ისტერიოიდული. მათი ტრაბახის შადრევნის შეწყვეტას ძლიერი საშუალებები სჭირდება. თავიდან უნდა დაეთანხმოთ: „ძალიან კარგია, გადასარევია!“ – თუ ასე არ მოიქცევით, უბრალოდ ვერაფერს გააგონებთ.

და როცა ერთი წუთით მაინც შეჩერდება, შეგიძლიათ ნახევრად ხუმრობით, თუმცა საკმაოდ მკაცრად უთხრათ: „უკვე გავიგეთ, რომ მაგარი ხართ, იქნებ სხვა თემაზე გველაპარაკა?“

ასეთი ადამიანის წყენინებას ნუ მოერიდებით, როგორც წესი, ამ ტიპის პიროვნებები საკმაოდ ზედაპირული არიან. და ყველაფერს, რაც შექებასა და აღფრთოვანებას არ შეიცავს, გულთან ახლოს არ იკარებენ. ან, უბრალოდ, რისკზე წადით და ნუ გაიწამებთ საკუთარ თავს ვიღაცის გადასარევ ქმარზე, ცოლზე, შვილებსა და კარიერულ წინსვლაზე საუბრის სმენით.

სასწრაფო დახმარება გაღიზიანებისას:

  • ნელა, ყლუპ-ყლუპად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. (სხვათა შორის, ზოგჯერ გაღიზიანებას გაუწყლოვნებაც იწვევს);
  • გააკეთეთ კონცენტრაცია ღრმა სუნთქვაზე;
  • დახატეთ ფურცელზე ადამიანი, რომელიც გაღიზიანებთ და დაჯღაბნეთ ნახატი, ან მსგავსი კომპიუტერული თამაში ჩართეთ;
  • გააკეთეთ სავარჯიშო „ტივტივა ოკეანეში“: დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარ ოკეანეში მოხვედრილი პატარა ტივტივა ხართ. უმიზნოდ, უკომპასოდ, უსაჭოდ და უაფროდ დაცურავთ. იქეთ მიდიხართ, საითაც ქარი წაგიღებთ. ხანდახან დიდი ტალღაც გადაგივლით, შემდეგ კი კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდებით. შეიგრძენით ტალღები, მზის სითბო, წვიმის წვეთები და გაღიზიანება ცოტათი მაინც მოგეშვებათ.

7-office-vampire-friday-ge

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები