როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია დიდი ფორები,განსაკუთრებით ცხვირზე და ნიკაპზე. ცხიმის ნიკაპის სადინარები შეიძლება დაეცოს შავი ფერისმჭამელებით.ამ დროს კანი უხეშია, ,უსუფთაოდ გამოიყურება და დაფარულია ქერცლით,რადგან მკვდარი უჯრედების მოშორების ნორმალური პროცესი დარღვეულია.გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ცხიმიანი კანისთვის…

  • აიღეთ ერთი კოვზი თაფლი,ერთი კოვზი ნუშის ფქვილი და კვერცხის გული.კარგად აზილეთ ერთმანეთში.წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20წუთის განმავლობაში.შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • 1კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ და დაიდეთ სახეზე
  • დაიზილეთ კანი ზეითუნის ან ნუშის ზეთით,შემდეგ წაისვით ახალი კვერცხის გული და სველი თითებით შეუდეგით მასაჟის გაკეთებას,ვიდრე არ წარმოიშვება ქაფი. ნიღაბი დაიტოვეთ სახეზე გახმობამდე
  • ერთი კოვზი ნუშის ზეთი აზილეთ ერთ კოვზ თაფლსა და კვერცხის გულში.დაუმატეთ იმდენი წყალი,რომ მიიღოთ ფაფა.წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ 10წუთში.
  • გათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ ლიმონის წვენი.წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20წუთით,შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღბის ეფექტურობა იმით აიხსნება,რომ იგი,უპირველეს ყოვლისა კანს ამარაგებს აუცილებელი ნივთიერებებით:ამინომჟავებით,ქოლესტერინით,ლეციტინით და ვიტამინებით.მეორე მხრივ კი ფიზიკურ ზეგავლენას ახდენს კანის იმ ფენებზე,რომლებიც თითქმის არ სუნთქავენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები