როგორ მიულოცავენ გურჯაანში ქალებს 8 მარტს

გურჯანიის მერიის გადაწყვეტილებით, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქში მსვლელობა გაიმართება. მსვლელობაში მონაწილეობას ქალაქის მერიც მიიღებს და იგი ქუჩაში ქალებს ყვავილებს დაურიგებს.
“იქნება ბარაბანშოუ, მუსიკა, მოცეკვავეები…. მუნიციპალიტეტის მერი თანამშრომლებთან ერთად შემხვედრ ქალებს ყვავილებით დაასაჩუქრებს. დღის მეორე ნახევარში ღია ცისქვეშ გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები. მერია სტუმრებს გლინტვეინით გაუმასპინძლდება”, – განაცხადა გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა​

კომენტარები

სხვა სიახლეები