თავისუფალი მამაკაცებისთვის – მილიონერი მამა ქალიშვილისთვის ქმარს ეძებს

ერთ მდიდარ კაცს 26 წლის ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც მისი თქმით, ჯერ არავინ ჰყვარებია. კაცმა შვილის გაბედნიერება გადაწყვიტა – უნდა კარგი სასიძო და ამავდროულად ბიზნესპარტნიორი.
ტაილანდელი არნონ რონდტონგი ადგილობრივი მილიონერია. ის მომავალ სიძეს 10 მილიონ ტაილანდური ბატს და ბიზნესში წილს ჰპირდება. მილიონერს ადგილობრივი ხილის – დურიანის გადასამამუშავებელი ფერმები აქვს. თუმცა, იმისათვის, რომ 26 წლის კარსნიტას ბედი დაუკავშიროს, პოტენციურმა სიძემ რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. არ არის საჭირო ზედმეტი ჭკუა – საკმარისია მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა, ასევე საჭიროა შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვის უნარი და დურიანის სიყვარული.
„მინდა, რომ ვინმემ ჩემს ბიზნესზე იზრუნოს, რომ მისი განვითარება გაგრძელდეს. არ მჭირდება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე სიძე. ის, უბრალოდ, შრომისმოყვარე კაცი უნდა იყოს“, – ამბობს არნონ როდტონგი.
თუმცა, თავად მისი ქალიშვილი საკმაოდ განათლებული ადამიანია, იცის ინგლისური და ჩინური ენებიც. ის მამის საქციელმა გააკვირვა, მისმა ენთუზიაზმმა გააოგნა. გოგონას თქმით, ამ ფულს უკეთესადაც კი დახარჯავს. მაგრამ, არ უარყოფს, რომ მისი გული თავისუფალია.
„მართალია, ჯერ კიდევ მარტო ვარ. თუკი ვინმეს გავყვები ცოლად, მხოლოდ ერთი რამ მინდა, რომ კეთილშობილი და კარგი ადამიანი იყოს, რომელსაც თავისი ოჯახი ეყვარება“, – ამბობს კარსნიტა.

კომენტარები

სხვა სიახლეები