როგორ მივიღოთ მკვრივი მუცელი ვარჯიშის გარეშე

თუ სპორტდარბაზამდე ვერ მიგიღწევია, დიეტებს კი ჯანმრთელობისთვის მავნედ თვლი, მაშინ ჩაინიშნე ეს მარტივი ხერხები, თუ როგორ მიიღო მკვრივი მუცელი.

1. გაიმართეთ

გაგიკვირდებათ და კუნთებს მეხსიერება აქვთ. თუ გააკონტროლებთ იმას, რომ წელი მუდამ სწორად გქონდეთ, ხოლო მუცელი ცოტათი გამობურცული, რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ, რომ წელი დაგითხელდათ, მუცელი კი გამკვრივდა. ყველაზე მთავარია კომპიუტერთან წელში გამართული იჯდეთ.

2. სვით წყალი

დაიმახსოვრეთ: გაუწყლოების მცირედ ნიშანზეც კი ორგანიზმი პანიკაში ვარდება და იწყებს ყოველი წვეთის შეკავებას და მის აკუმულირებას მუცლის არეალში. ამიტომ ტელეფონში ჩაინიშნეთ, რომ ყოველ ერთ საათში სვათ    წყალი.
3. ღეჭეთ სწორად

ხანგრძლივი და ნელი ღეჭვა არა მხოლოდ გემოს აღქმას გიუმჯობესებთ, არამედ გეხმარებათ მკვრივი მუცლის მიღებაში. რაც უფრო კარგად ღეჭავთ საკვებს, მით ნაკლებ ადგილს დაიკავებს ის გადასამუშავებელ ტრაქტში, შესაბამისად, კუჭი მას მარტივად მოინელებს და მუცელიც არ გამოგებერებათ.

4. დაივიწყე კევის შესახებ

სანამ საღეჭ რეზინს ღეჭავთ, შეუმჩნევლად ყლაპავთ დიდი რაოდენობით ჰაერს. დაგროვილი ჰაერი მუცელს ბერავს. ამიტომ თუ პირის ღრუს გაგრილება გსურთ, მენთოლის საწუწნი კანფეტები მიიღეთ.

5. იარეთ ფეხით

დღეში მინიმუმ 30 წუთი შეუჩერებლად სიარული საკმარისია, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. თუ უფრო მეტს გაივლით, თქვენთვისვეა უკეთესი. მთავარია დაიმახსოვროთ, რომ სიარულის დროს წელი უნდა გამართოთ და მუცელი ცოტათი წინ გამობურცოთ. ბონუსად მიიღებთ მკვრივ საჯდომს და ფეხებს.

წყარო: http://www.ambebi.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები