როგორ ისვენებენ გუდაურში ყაზახი ტურისტები – ფოტოკოლაჟი

ერთ-ერთ ტურისტულ საიტზე ყაზახი მოგზაურების ვრცელი რეპორტაჟი გამოქვეყნდა გუდაურის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდებს და ფოტოკოლაჟს შუააზიელი ტურისტის თვალით დანახული სათხილამურო კურორტიდან.

“მოგზაურობა იწყება არა თვითმფრინავის ტრაპთან, ან მატარებლის ბაქანთან, არამედ პირველი აზრით, პირველი გეგმით და პირველი ფანტაზიით ახალი ქვეყნის შესახებ” – წერს ავტორი.

ტურისტებმა მიმდინარე წელს ვიზიტისთვის გუდაური რამდენიმე მიზეზის გამო შეარჩიეს: “ეს გასაოცარი ადგილია, სადაც შეიძლება ერთმანეთს შუთავსო დასვენების რამდენიმე სახეობა – სამთო-სათხილამურო, კულტურულ-შემეცნებითი, კულინარიული და ბალნეოლოგიური – “თუ ვერ ისრიალებთ რაიმე თავშესაქცევს აუცილებლად ნახავთ საქართველოში”.

“გუდაურისგან შეიძლება მოელოდეთ უზარმაზარ თოვლს, ან შიშველ ყინულოვან კლდეებს, შეიძლება შეაქოთ, ან აძაგოთ, მაგრამ ყველას ჯობია გაემგზავროთ და ნახოთ საკუთარი თვალით”.

“გვსურდა გვენახა ყაზბეგი – კავკასიონის უმთავრესი მწვერვალი და ვიხილეთ ის. ჩვენ აღვივსეთ ნამდვილი სიხარულით, როდესაც ყველაფერი პირადული რჩება დაბლა და შენს წინაშე იშლება ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები”.

“ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო, რომლის სლოგანიც იყო – გიყვარდეთ მთები და ერთმანეთი”.

“სრული თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ მოგზაურობამ გაამართლა ჩვენი იმედები. საქართველო, გუდაური – ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ სასრიალოდ შეიძლება წახვიდე. წაიყვანეთ თან რამდენიმე საუკეთესო მეგობარი, აირჩიეთ შედარებით იაფი კარგი ჰოსტელი და უბრალოდ დატკბით მომენტით! დაბალი ფასების გათვალისწინებით კი შეგიძლიათ დაივიწყოთ ფიქრი ფულზე – ის ყველა შემთხვევაში გეყოფათ!” – ამბობენ ყაზახი ტურისტები მოგზაურობის შეჯამებისას.

წყარო: http://amboben.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები