ზეითუნის ზეთი 40%-ით ზრდის ქალის დაორსულების შანსს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ თუ დაორსულების მსურველი ქალი თავის რაციონში ზეითუნის ზეთს ჩართავს, დაორსულების შანსები მოემატება. ექსპერიმენტში 100-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის ფარგლებში გადიოდნენ მკურნალობას.

მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს და სხვადასხვა დიეტაზე დასვეს. ერთ ჯგუფში ქალები კერძების მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, ასევე იღებდნენ D ვიტამინითა და ომეგა-3-ით გამდიდრებულ საკვებ დანამატებს.
მეორე ჯგუფში ქალები კერძებს მზესუმზირის ზეთს უმატებდნენ.

6 კვირის მერე მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგები შეაჯამეს და გაირკვა, რომ ზეითუნის ზეთი რაციონში 40%-ით ზრდის ქალის დაორსულების შანსს.

მეცნიერების თქმით, ომეგა-3-ით გამდიდრებული საკვები ასევე უწყობს ხელს ემბრიონის სწრაფ განვითარებას, განსაკუთრებით ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების შემდეგ.

წყარო: cacao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები