როგორ ვისწავლოთ ინგლისური მარტივად? – 5 რჩევა

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინგლისური ენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა მთელს მსოფლიოში. ამიტომ შემოგთავაზებთ ხუთ რჩევას, იმის შესახებ თუ როგორ ისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად.

1. ინგლისური ენის სწავლით დაკავდით ყოველდღიურად. დღეში დაუთმეთ დრო ათი წუთიდან ნახევარ საათამდე. უკეთესია თუ ინგლისურიის სწავლას დაიწყებთ დილიდან, რადგან უფრო მარტივად დაიმახსოვრებთ ახალ ინფორმაციას;

2. არ შეუშინდეთ საუბარს ინგლისურ ენაზე. თავიდან ყველას ეშლება. სთხოვეთ სხვებს რომ შეგისწორონ შეცდომები;

3. უყურეთ ფილმებს და სერიალებს ინგლისურად. უმჯობესია ნახოთ ის ფილმი/სერიალი, რომელიც ქართულად უკვე ნანახი გაქვთ;

4. იკითხეთ ინგლისურად. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მრავლადაა ინგლისური ენის ადაპტირებული ლიტერატურა;

5. ისწავლეთ ახალი სიტყვები და შეადგინეთ მათგან წინადადებები.

წყარო 

კომენტარები

სხვა სიახლეები