როგორ ემშვიდობებოდნენ ქალწულობას სხვადასხვა ქვეყანაში?

სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად გამაოგნებელია, რომ ზოგიერთის დაჯერებაც კი ძნელია.

აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდნენ ადამიანები – კადებერიზები. მათი მთავარი ამოცანა იყო გოგონების დეფლორაცია საქორწინო ღამის წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო.

ბევრი სკანდინავიური ტომისთვის არსებობდა აუცილებელი წესი, რომელსაც დიდხანს ასრულებდნენ. პირველ ღამეს მამაკაცს ქალწული ტყის სიღრმეში შეჰყავდა. იქ ცეცხლს ანთებდა და ან ტახს კლავდა, ან ხარირემს, რომ ღმერთებისთვის მსხვერპლად შეეწირა.

ამის მერე წვებოდა ქალთან, მაგრამ თუ საქალწულე აპკი არ დაირღვეოდა, ან სისხლდენა არ იყო, მიიჩნეოდა, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყო მიღებული. შეიძლებოდა, მეორედაც ეცადათ. თუ მეორე მსხვერპლიც არ იქნებოდა საკმარისი, მიიჩნევდნენ, რომ გოგონა ღმერთებმა არ აღიარეს. ქალს განკვეთდნენ და მარტოობისთვის წირავდნენ. კაცს კი სხვა საცოლე უნდა აერჩია.

საუდის არაბეთს, ეგვიპტესა და სხვა მუსლიმანურ ქვეყნებს თავიანთი რიტუალები და ტრადიციები აქვთ. საქალწულე აპკი ხელის საჩვენებელი თითით იხევა, რომელზეც თეთრი ქსოვილია შემოხვეული. ეს გოგონას სისუფთავის მთავარი მტკიცებულებაა. ასეთი წესი დღესაც გამოიყენება.

ძველ რუსეთში ძალიან უცნაური წესი არსებობდა. კაცი, დრუჟკა, რომელსაც ხშირად უფროს ბოიარინსაც უწოდებდნენ, ქმრის შემცვლელი იყო, თუ ის ვერ შეძლებდა პირველ საქორწინო ღამეს ქმრის მოვალეობის შესრულებას.

სლოვაკიაში, ბოსნიასა და ჩერნოგორიაში სწორედ დრუჟკა იყო ადამიანი, რომელსაც პატარძლისთვის ქალწულობა უნდა დაეკარგვინებინა.

ტიბეტში
ბევრი უჩვეულო ტრადიციაა. მაგალითად, იქ პატარძალი არ უნდა იყოს ქალწული. პირიქით, რაც მეტი კაცი ეყოლება მანამდე, მით უფრო დაფასებულია.

სუმატრას კუნძულების ტომებში მიაჩნდათ, რომ პატარძლის დეფლორაცია მამამისს უნდა გაეკეთებინა. მას ამაში უნდა დახმარებოდნენ პატარძლის ბიძები, მამის ან დედის ძმები. სარეცელთან ოცდახუთამდე ადამიანი იდგა, ათიდან სამოცდაათამდე წლის. ზოგიერთ შემთხვევაში შამანი ქალებიც იყვნენ მათ შორის, ვისაც ქალი ექსტაზამდე უნდა მიეყვანა და ამის მერე მოეხდინათ დეფლორაცია.

ინდოეთში იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ამისთვის ფულს იღებდნენ. გოგონას ქალწულობას აკარგვინებდნენ ფალოსის იმიტაციით, რომელიც შეიძლებოდა, ხის ან ქვის ყოფილიყო.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები