როგორ დავეხმაროთ ემოციურ და აღგზნებულ ბავშვს დაძინებაში – ბავშვთა ძილის სპეციალისტის რჩევები

ყველას, ვისაც მცირეწლოვან ბავშვი ჰყავს, კარგად იცნობს ამ პრობლემას: თუ ბავშვს ღამით ძილი დააკლდა ან დღის ძილი გამოტოვა, ძილიანობის ნაცვლად, კიდევ უფრო ფხიზლდება, ტირის და ჭირვეულობს. მისი დაძინებაც რთულდება: ან ვერ იძინებს, ან საერთოდ უარს ამბობს დაწოლაზე.
ასეთ ვითარებაში ამბობენ, რომ ბავშვი „გადაიღალა“. ჰელენ ბოლი, ბავშვთა ძილის ცნობილი სპეციალისტი, საუბრობს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ბავშვის ძილს ხელს უშლის. მისი თქმით, მშობლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ დაღლილი და გამოუძიენებელი ბავშვი უკეთ დაიძინებს.
როგორ მოქმედებს ბავშვზე ემოციური “გადატვირთვა”
“გადატვირთვა” ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი ემოციური მდგომარეობა (მაგ., შფოთვა, შიში, სტრესი) ბლოკავს ორგანიზმის დასვენებისა და ძილის უნარს, მაშინაც კი, როცა ძალიან დაღლილები ვართ. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევდა ჩვენს წინაპრებს გადარჩენილიყვნენ, ხელს უწყობდა სიფხიზლის შენარჩუნებას სახიფათო სიტუაციაში, მიუხედავად დაღლილობის ხარისხისა.
ჩვეულებრივ, დღის ბოლოს ვგრძნობთ, რომ ძილის დროა. ამ გრძნობას ეწოდება “ძილის ზეწოლა”. რაც უფრო დიდხანს ვიღვიძებთ, მით უფრო მაღალია ეს ზეწოლა და მით უფრო ადვილია ჩვენთვის დაძინება, როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება.
„ძილის ზეწოლის“ შეგრძნება გამოწვეულია ტვინში გარკვეული ქიმიკატების (ადენოზინების) დაგროვებით. ეს ცილები გამოიდევნება ტვინიდან ძილის დროს და კვლავ იწყებენ დაგროვებას, როცა ვიღვიძებთ. მოზრდილებში ამ პროცესს დაახლოებით 14-16 საათი სჭირდება. თუ დიდხანს ვიღვიძებთ, ადენოზინები “მოგვთხოვენ” საწოლში დაწოლას და დაძინებას.
მცირეწლოვან ბავშვებში „ძილის ზეწოლა“ ბევრად სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოზრდილებში. სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილებს არ შეუძლიათ ფხიზლად ყოფნა ერთ-ორ საათზე მეტ ხანს. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო გვიან დგება „ძილის წეზოლა“. მაგრამ რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, სანამ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ფხიზლად ყოფნას შეძლებს.
რა არ აძინებს ბავშვს?
იმისთვის, რომ ჩაგვეძინოს, ორგანიზმი უნდა მოდუნდეს, დამშვიდდეს და ტვინი ძილის რეჟიმზე გადაერთოს. თუ გვეშინია, გვტკივა, მძიმე ფიქრები გვეუფლება, აღგზნებული ვართ – უძილობასთან ბრძოლა გვიწევს.
ანალოგიურად, ჩვილი ან უფროსი ბავშვი ადვილად და სწრაფად იძინებს, თუ ის მოდუნებულ მდგომარეობაშია და არაფერი უშლის ხელს „ძილის ზეწოლისგან“ თავის დაღწევაში. მაგრამ ზოგჯერ ბავშვებს მოდუნებაში დახმარება სჭირდებათ.
სტრესით გამოწვეული ემოციური დაღლილობა ბავშვებს აფხიზლებს და არაადეკვატურ ქცევას იწვევს. თუ “ძილის წნევა” მაღალია, მაგრამ ბავშვი ძალიან აღელვებულია, ის ვერ ახერხებს მოდუნებას და დამშვიდებას. შესაძლოა, ამ მომენტში მას შეიძლება ხელს უშლიდეს მკვეთრი სინათლე, ხალხმრავლობა, ხმაური.
როგორ დავეხმაროთ გადატვირთულ ბავშვს დაძინებაში
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააძალოთ მას ძილი. იძულებით დაძინება, დასჯის მუქარა, ოთახში გამოკეტვა – ეს ყველაფერი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.
ზედმეტად დატვირთულ ბავშვს მშობლის დახმარება ემოციებთან გამკლავებაში სჭირდება. უფროსების მოვალეობაა, დაეხმარონ მას დამშვიდებაში.
დაიმახსოვრეთ, რომ არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია ბრძანებით დაიძინოს. მოდუნება შესაძლებელია რამდენიმე გზით. ფიზიკური კონტაქტი საუკეთესოდ მუშაობს – ჩახუტება, მოფერება, რწევა, ხელის მოთათუნება.
ასევე შესაფერისია უკონტაქტო მეთოდები. მშვიდი მშობლის სიახლოვეს ყოფნამ უნდა დაამშვიდოს ბავშვი. და თუ ამავდროულად დაიწყებთ ღიღინს ან სიმღერას, უკეთესი იქნება.
შემდეგ ჯერზე, როცა თქვენი ბავშვი ძილის წინ სცენებს განმარტავს, უბრალოდ ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, დაამშვიდეთ, უმღერეთ იავნანა  და ძილი თავისთავად მოერევა.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები