როგორ დავაკმაყოფილოთ სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალები და მამაკაცები

ტყუპი

ქალი
tyupi
სიტყვები – აი, რა აღაგზნებს ქალ ტყუპს. გაუგზავნეთ სასიყვარულო ტკბილი გზავნილი დღის განმავლობაში, საღამოს კი თავბრუდამხვევი სექსი გელოდებათ. ტყუპები სავსენი არიან ენერგიითა და გულახდილი ფანტაზიით. არ შეგეშინდეთ, თუ მან სექსით დაკავება სააბაზანოში დილით ან წვეულებისას ტუალეტში მოინდომა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მის ჩანთაში ეროტიკული აქსესუარი აღმოჩნდება ამ დროს. ტყუპებს უყვართ საუბრები სექსის შემდეგ, ნუ მოაკლებთ მათ ამ სიამოვნებას!

მამაკაცი

ამ მამაკაცს ძალიან უყვარს საუბრები და ფიქრები სექსზე. მასთან ურთიერთობის დათბობა კომპლიმენტების მეშვეობით არის შესაძლებელი. ასევე, უბრალო მონაყოლით, თუ რას იზამდით მასთან ერთად ლოგინში, საშუალება რომ გქონდეთ. როგორც ქალს, ასევე მამაკაც ტყუპებს მოსწონთ სექსსათამაშოები. მზად იყავით ამისთვის!

კირჩხიბი

ქალი
kibo
ის რომანტიკულია, შეუძლია თავი მოიკატუნოს, თითქოს სძინავს. საკმარისია შეეხოთ, უმალვე მზად იქნება, გააგრძელოს სასიყვარულო თამაშები. კირჩხიბებს უყვართ პრელუდია და ტკბილი სიტყვები. აქტი აუჩქარებლად დაიწყეთ. უპირატესობას კომფორტულ, მოსახერხებელ პოზებს ანიჭებენ. ასე რომ, ექსპერიმენტებს შეეშვით.

მამაკაცი

მამაკაცი კირჩხიბები მონუსხვის ჯადოქრები არიან. მათ იციან, თუ როდის და როგორი რომანტიკული მუსიკა ჩართონ. ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პრელუდიებს. მოეფერეთ ზურგზე, ფეხებსა და კისერზე. თითის ბალიშების მასაჟმა კი შესაძლოა, ორგაზმამდეც მიიყვანოს კირჩხიბი მამაკაცი.

ლომი

ქალი
lomi
ლომებს ყველაზე მეტად საკუთარი სილამაზე და სექსუალურობა აინტერესებთ. ქალებს უყვართ ხანგრძლივი კოცნა, მოფერება და დრამა და მბრძანებელი მამაკაცები. მათთვის მამაკაცის საზოგადოებრივ სტატუსს დიდი მნიშვნელობა აქვს.

მამაკაცი

ლომებს პრელუდია და უამრავი ორგაზმი უყვართ. ასე რომ, არასოდეს უთხრათ უარი აღგზნებულ ლომს. კმაყოფილი ლომი თქვენც უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ხერხებით მათი მოხიბვლა.

ქალწული

ქალი
qalwuli
თუ გსურთ, რომ ქალმა ქალწულმა სექსით სიამოვნება მიიღოს, ნუ იჩქარებთ. ის ბოლომდე გაიხსნება, თუ თავს დაცულად იგრძნობს. მიეცით დრო, რომ მოეხსნას კომპლექსები.

მამაკაცი

თუ ამ ნიშნით დაბადებულმა მამაკაცმა თქვენი ყურადღება მიიქცია, მოეშვით: თქვენგან არაფერია საჭირო. ის თავადვე აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და ყველაფერს გააკეთებს, თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი უბადლო საყვარლები არიან მამაკაცი-ქალწულები!

სასწორი

ქალი
saswori
ქალი-სასწორები რომანტიკულები და მომხიბვლელები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ უყვართ და არა გასართობად სჭირდებათ. თუ თქვენგან სითბოს იგრძნობენ, პასუხად ასმაგ სიამოვნებას მიიღებთ.

მამაკაცი

მამაკაცი-სასწორების გულის მოსაგებად არ დაიშუროთ კომპლიმენტები, შექება, მხარდაჭერა და შეუქმენით რომანტიკული ატმოსფერო. სასწორისთვის მნიშვნელოვანია გარეგნული ესთეტიკა, სისუფთავე და არომატები.

მორიელი

ქალი
morieli
ქალ მორიელს უყვარს სწრაფი და ინტენსიური სექსი, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლის, რომ შეუყვარდა. ისინი თამამი ურთიერთობების მომხრეები არიან, ხშირად კამათობენ და უყვართ დომინირება. მათ სჭირდებათ თავისი მსგავსი ძლიერი მამაკაცი. მათთან ურთიერთობას ყოველთვის ახლავს თავგადასავლები და დრამა.

მამაკაცი

მამაკაც-მორიელს აღაფრთოვანებთ, თუ თქვენი ეროგენული ზონების შესწავლის უფლებას მისცემთ და თუ თავად გამოხატავთ ინტერესს… მისთვის მთავარია, თქვენს საიდუმლოებებს ჩასწვდეს. მიეცით ამის საშუალება.

მშვილდოსანი

ქალი
mshvildosani
გააფრთხილეთ, თუ რის გაკეთებას აპირებთ, უთხარით, რას გრძნობთ. გაითვალისწინეთ, მშვილდოსნებს ავანტიურული ხასიათი აქვთ, უყვართ ეგზოტიკურ ადგილებში სექსით დაკავება, ასევე, სექსის დროს საკუთარ ფანტაზიებზე საუბარი. ნუ დაივიწყებთ რომანტიკასაც.

მამაკაცი

მამაკაც-მშვილდოსნებს მოსწონთ სექსზე მსჯელობა, თვლიან, რომ საქმის დიდი მცოდნეები არიან. ეს, მართლაც, ასეა! მიენდეთ მათ და ყველაზე თამამ ფანტაზიებს რეალობად აქცევთ! არ დაიშუროთ აღმაგზნებელი სიტყვები!

წყარო: galanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები