როგორ გამოიყურება მაცივარი, სადაც კორონავირუსის ვაქცინა -80 გრადუსზე ინახება (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, არის -80°C-გრადუსიანი მაცივრები, რომლებსაც  იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას შემოიტანენ, 200 ათასი დოზის მიღება შეეძლება.

„აქ არის ყველა საჭირო ტემპერატურა ყველა იმ ვაქცინისთვის, რომელსაც სჭირდება ჩვეულებრივი სამაცივრე პირობები. გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მილიონობით დოზა.

არ ყოფილა შემთხვევა ქვეყანაში, რომ ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო რაიმე მომხდარიყო, ასეთი რამ არ მომხდარა“, – ამბობს პაატა იმნაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები