როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი – 10 უმარტივესი ხერხი

ქოქოსის ზეთი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია. ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. “კვირა+” გთავაზობთ 10 უმარტივეს ხერხს, თუ როგორ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი და გეტყვით, რა დანიშნულება აქვს მას.

1. თავის კანის მოვლა
დაიდეთ გამთბარი ზეთი თავის კანზე, შეიკარით თმა და შემოიხვიეთ პირსახოცი. სასარგებლო მკვებავი ნიღაბი თმას ელასტიურს გახდის.

2. თმის ბრწყინვალებისთვის
თუ თმის ბოლოებთან ერთად მას მთლიან თმაზე წაისმევთ, ის ცხიმიანი არ იქნება და მშვენიერ ბზინვარებას შეიძენს.

3. თმის ბოლოების მოსავლელად
მას შემდეგ, რაც თმას გაიშრობთ და ვარცხნილობას გაიკეთებთ, ხელისგულზე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი დაიდეთ და თმების ბოლოებში შეიზილეთ. შეინარჩუნებთ თმის ფორმას და ზეთი თმის ღერებს გაყოფის საშუალებას არ მისცემს.

4. დაბანისთვის
ხელის გულებზე 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი დაისხით და ისე დაიბანეთ, როგორც – წყლით. ზეთი მაკიაჟის ცხიმიან შემადგენლობას გაადნობს, კოსმეტიკას ჩამოგაშორებთ, ფორებს გაასუფთავებს. თხელი, დამცავი ფენა კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს.

5. აბაზანის მიღებისთვის
1 ს.კ. ქოქოსის ზეთი დამატებული წყალში, დაარბილებს კანს და, წყლის პროცედურების შემდეგ, სიმშრალეს აღარ იგრძნობთ.

6. ტანის მოვლისთვის
ქოქოსის ზეთი ტანის კრემს ჩაგინაცვლებთ: ის კვებავს კანს და არ ტოვებს ნაკვალევს სამოსზე. სხვათა შორის, ქოქოსის ზეთი რუჯისთვის  კიდევ ერთი მშვენიერი იდეაა.

7. თვალებიდან მაკიაჟის მოსაშორებლად
დაასველეთ ზეთში ბამბის ტამპონები, დაიდეთ თვალებზე 30 წამით და ფრთხილად გაწმინდეთ. ზეთი წყალგამძლე მაკიაჟსაც გაუმკლავდება, ერთდროულად დაატენიანებს და დაამშვიდებს თვალების გარეშემო არსებულ ნაზ კანს.

8. კანის გაწმენდისთვის
აურიეთ გაციებული, ოდნავ გამაგრებული ქოქოსის ზეთი ლერწმის შაქართან. ეს იდეალური, რბილი და დელიკატური სკრაბი თქვენს კანს აბრეშუმისებრს გახდის.

9. ნუნების მოსავლელად
სპეციალური საშუალებების არაჩვეულებრივი ალტერნატივა: წაისვით, გაიჩერეთ, დაიმუშავეთ ფრჩხილები სპეციალური ჯოხით. იდეალური ლაქი – ეს მარტივია!

10. ქუთუთოების მოსავლელად
აქტიურად გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი სახისთვის. თუ მშრალი კანი გაქვთ და თვალებთან პატარა ნაოჭებს ატყობთ, კვირაში ორჯერ ქოქოსის ზეთის ნიღაბი დაიდეთ. გააცივეთ ის გასქელებამდე, დაიდეთ ქუთუთოებზე და დაწექით დახუჭული თვალებით 5-10 წთ. ქოქოსის ზეთი გამოკვებავს და დაარბილებს კანს, ნაოჭები კი გაქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები