როგორ გავყვეთ ცოლად ქართველ მამაკაცს – რჩევები მანდილოსნებს უცხოელი ჟურნალისტისგან

ქართველმა მამაკაცებმა სახელი გაითქვეს მსოფლიოში, როგორც ყველაზე ცხელსისხლიანებმა ,ძლიერებმა, ტემპერამენტიანებმა და ქარიზმატულებმა, რომლებსაც  კარგი იუმორის გრძნობა და დიდი სულიერი სამყარო აქვთ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბოლო დროს, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ქართველი მამაკცის გულის დასაპყრობად „რიგში დგანან“.
რატომ ხდება ასე? რით იზიდავს მათ ასე ქართველი მამაკაცი? რა არის მიზეზი – ვნებიანი სიყვარული თუ ემოციური ნატურა? მდიდარი შინაგანი სამყარო თუ ქართველი ერის მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები? – ეს საკმაოდ საკამათო საკითხია, სწორედ ამიტომ,  ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ შეიძლება გავყვეთ ქართველს ცოლად.

თუ თქვენი მიზანი ქართველი ქმარია, მაშინ საჭიროა,  გაცნობის მომენტიდან სწორად მოიქცეთ  და ეს „სწორად მოქცევა“ მანამ გააგრძელოთ,  სანამ თქვენი რჩეული თქვენთვის ესოდენ სასურველი წინადადებით არ მოგმართავთ.

233946905ქართველ მამაკაცთან  ვნებიანი და მრავალფეროვანი ურთიერთობები გელით. ის უამრავ ყვავილს და კომპლიმენტს გაჩუქებთ, იქნება უზომოდ რომანტიკული და მჭერმეტყველი, თუ სათუთად მოგეპყრობათ, შეეცადეთ, როგორმე მოახერხოთ და ამაში ხელი არ შეუშალოთ. ნურასდროს შეეკამათებით ქართველ კაცს, ნუ შეეცდებით მიაღწიოთ მის მდგომარეობიდან გამოყვანას, არასდროს არაფერში ააჩქაროთ. პირიქით, დატკბით მასთან გატარებული თითოეული წუთით, ის ხომ თავად სწორედ ასე იქცევა.

გახსოვდეთ: თუ ქართველმა თქვენ აგირჩიათ, მას სწამს, რომ თქვენი თავი განგებამ აჩუქა, განგებასთან კამათი კი უსარგებლოა. ასე რომ, მოდუნდით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ.

ის ემოციაა, თქვენ კდემამოსილება

233653609ქართველი მამაკაცი ძალზე ეჭვიანია, ამიტომ ნუ გამოიწვევთ მის რისხვას და ნუ იქნებით მაპროვოცირებელი. ერთი სიტყვით, ქართველისთვის ეჭვიანობის საბაბის მიცემა ერთობ სახიფათოა. შედეგი შეიძლება იყოს მრავალნაირი – დაწყებული კონკურენტთან ჩხუბიდან, დამთავრებული საშინელ გინებამდე და მტკივნეულ განშორებამდე.

ამიტომაც, სანამ ის თავს გევლებათ, დაივიწყეთ ზედმეტად მოკლე ქვედაბოლოები, გამომწვევი დეკოლტეები, პატარ-პატარა ინტრიგები, მსუბუქი ფლირტი გარშემო მყოფ მამაკაცებთან და ნებისმიერი სხვა არასერიოზული „ცუღლუტობა“, რომელსაც შეუძლია ფატალურ დასასრულამდე მიიყვანოს თქვენი ჯერ კიდევ დაუწყებელი რომანი ქართველ მამაკაცთან. ის ქართველი ქალში ყოველთვის „ნამდვილ ქალს“ აფასებს და ყველაფერი, რაც ამ „ნამდვილი ქალობის“ ჩარჩოს სცდება, მისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელია. და კიდევ, მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ძვირად უღირს.ის იქნება საიმედო, მბრძანებლური, შესაძლოა ოდნავ ტირანიც კი, მაგრამ სწორედ ეს თვისებები მიგიზიდავთ მისკენ, რადგან ამ ყველაფრის მიღმა ჭეშმარიტი სინაზე, ადრენალინი და ღრმა გრძნობები იმალება.

233551718რა არის ქართველი კაცისთვის ქალში მთავარი? – ის ქალში თავმდაბლობას, ერთგულებას, წესიერებას, ღირსებას, ინტელექტს, დათმობის უნარს, სულგრძელობას, სიბრძნეს, სირბილეს, და ტაქტს აფასებს. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ამ თვისებათა ფლობის ბედნიერება, გაგიმართლათ და ეგაა, თუ არადა, ის მაინც გეცოდინებათ, რა მიმართულებით განვითარდეთ.
ნუ იფიქრებთ ახლა, რომ ქართველი მთლად ასეთი ტირანი, უხეში და ვნებიანია, ქალისგან კი მორჩილებას და კეთილგონიერებას ითხოვს. არა. თუ ქართველი კაცის გვერდით ყოფნა გინდათ, პირველ რიგში, გახსნილი და შინაგანად თავისუფალი უნდა იყოთ, და ლამაზიც – არა მარტო გარეგნულად,  საქციელითაც.

ქართველი კაცი რენტგენივითაა – ყველაფერს ხედავს. და მთავარი მოწმე თქვენი სიწრფელისა და მისდამი დამოკიდებულებისა თქვენი თვალებია, ისინი ვერ ტყუიან. ასე რომ, მხოლოდ მისას კი არა, თქვენს მზერასაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება.

და ბოლოს, აგრძნობინეთ ქართველს, რომ მის მიმართ სერიოზულად ხართ განწყობილი. თუ მისი ქალი ხართ, ის თქვენ აგირჩევთ და დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევთ, თუ არადა, რას იზამთ,  სამწუხაროა, მაგრამ გაქრება.

232208291თქვენ ცოლად ტრადიციას მიჰყვებით

ქართველი დაუსრულებლად სცემს პატივს წინაპრების ტრადიციებს და რაც შეუძლია, ცდილობს, არ უღალატოს მათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოჯახში  პრიორიტეტი პატრიარქატს, უფროსების უსიტყვო მორჩილებას, წესრიგსა და  სიმშვიდეს ენიჭება. მშობლების მორჩილებაც იმავე თემიდანაა: მაგალითად, ქართველი ქმარი დაგეთანხმებათ სადღაც- სამზარეულოში ან საძინებელში, მაგრამ დედ-მამის თანდასწრებით მხოლოდ ისაა მართალი და მისი სიმართლე განსჯას არ ექვემდებარება. ის მოგთხოვთ, რომ თქვენც დაიცვათ ყველა ტრადიცია და წესი და შეიძლება სკანდალიც კი მოგიწყოთ, თუ მაგიდაზე მარილის დადება დაგავიწყდებათ.

მოკლედ, ერთი მხრივ, ის გაგაღმერთებთ, მეორე მხრივ კი გასაქანს არ მოგცემთ, სამაგიეროდ, როცა თქვენ შეისწავლით ქართულ წეს-ჩვეულებებს და კულტურას, ის იამაყებს თქვენით და სხვების წინაშე მაგალითადაც მოგიყვანთ. რწმენას, პატიოსნებას და ღირსებას ქართველები მთელი სიცოცხლე უფრთხილდებიან. შეგუება მოგიხდებათ იმასთანაც, რომ მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავთ ნათესავებსა და  მეგობრებს, ესე იგი, მათი პრობლემები მისი პრობლემებიცაა. ის მათთვის დახარჯავს უამრავ დროს, ფულს, ნერვებს, ყურადღებას და მუდმივად იზრუნებს მათზე. ასეთმა დამოკიდებულებამ არ უნდა გაგაბრაზოთ. გახსოვდეთ, ამ პირქუშობისა და სიმკაცრის იქით,  ძალიან გულიანი და კეთილი ადამიანი იმალება, იუმორის დიდი გრძნობით სავსე. ეს ქართველებს გენში აქვთ  და სურთ, რომ ქალშიც ანალოგიური თვისებები აღმოაჩინონ.

233946909ასევე, თუკი ცხოვრების თანამგზავრად ქართველს აირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ ბავშვების აღზრდა, სახლის მიხედვა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტვირთად თქვენ დაგაწვებათ. ამისთვის ქართველი კაცი დაგაფასებთ და ხელის გულზე გატარებთ.

გარდა ამისა, როცა ქართველზე დაოჯახებას ცდილობთ, გახსოვდეთ, რომ  მისი სამშობლოც უნდა შეიყვაროთ, საქართველო – მთელი მისი მდიდარი კულტურით, ისტორიით, ულამაზესი ბუნებითა და ლეგენდებით. თანაც უბრალოდ კი არ უნდა შეიყვაროთ, უნდა ჩაუღრმავდეთ ამ სიყვარულს, მთლიანად უნდა აივსოთ მისით. სხვანაირად არაფრით არ შეიძლება: თქვენ ან ქართული მიწის ფანატი ხდებით, ან უცხოტომელად რჩებით. გულგრილობის ნატამალიც კი არ შეიძლება.

ცხადია, ქართველ კაცებზე „ნადირობისას“ უნდა გესმოდეთ, რომ ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მათი ბუნება, ჩვევები, ცხოვრების დონე დამოკიდებულია საცხოვრებლის ადგილმდებარეობაზე, ოჯახზე, განათლებაზე, სტატუსზე, გამოცდილებაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. მაგრამ მთავარი, რისთვისაც ქართველ მამაკაცს ეძებენ და რისთვისაც ის სურთ, ეს მაინც  მისი ზღვა სიყვარულის უნარია, სწორედ ამის გამოა ყველა უხერხულობა და მსხვერპლი.

ათი ოქროს წესი

230785848დღეს ქართველი მამაკაცის პოვნა რთული არაა, მაგრამ მის ერთადერთ ქალად ქცევა სულაც არაა იოლი. შეიძლება შეშფოთდეთ, იმდენნაირი ტიპის ქართველი არსებობს. მათ შორის, პრინციპში ისე, როგორც ნებისმიერსხვა ხალხებში, იპოვით „მაჩოსაც“ და რაინდსაც, დესპოტსაც, მომხიბვლელსაც, ინტელექტუალსაც და გარყვნილსაც, მაგრამ მათ, ყველას ერთი რამ აერთიანებს – რაღაც ამოუხსნელი, მიმზიდველი გენი, დაუოკებელი სასიცოცხლო ენერგია, ხასიათი, ნატურა, რომელსაც  შეხედავ და თავდავიწყებით შეგიყვარდება. ამიტომაც, გთავაზობთ ათ ოქროს წესს, რომლითაც ქართველ მამაკაცზე დაქორწინებას შეძლებთ:

– ისწავლეთ ქართული კერძის გემრიელად მომზადება;
– დააფასეთ მისი მშობლები;
– დაინტერესდით ქართული კულტურით და ტრადიციებით, კინემატოგრაფით, ლიტერატურით, მუსიკით;
– დააფასეთ მასში მებრძოლი;
– ხშირად აღნიშნეთ, მისი განსაკუთრებულობა, ავტორიტეტი და ძალა;
– აგრძნობინეთ, რომ ოჯახი და ბავშვები თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანია;
– მოიქეცით მოკრძალებულად და მაღალზნეობრივად;
– შეისწავლეთ ქართული ენა;
– იყავით ქალი, ყველა გაგებით და იყავით პიროვნება;
– და იყავით ის, ვინც ხართ, რადგან ქართველი ვერ ეგუება ხელოვნურობას.

სულ ესაა. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს, აირჩიეთ ქართველი მამაკაცი, შეიყვარეთ და დააფასეთ ის.

რასაკვირველია, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ქართველი მამაკაცის შესახებ გამოთქმულ ყველა შეფასებაში არ დაგვეთანხმოთ, არ გჯეროდეთ მისი უნიკალურობის ან არ აღიარებდეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მაინც სიმართლეა, რადგან პლანეტის ყველა მამაკაცს შორის თქვენ სწორედ ქართველი კაცი აირჩიეთ.

სტატია “სპუტნიკის” გვერდზე გამოქვეყნდა და მისი ავტორი ანასტასია შრაიბერია. 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები