როგორ “გავუშვათ” ის, ვინც გვიყვარს

“გაუშვა” ის, ვინც ძალიან გიყვარს, მეტად რთულია. მაგრამ ზოგჯერ გარემოებების გამო ამის გაკეთება მაინც გვიწევს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში, – ამის შესახებ ჩვენს სტატიაში წაიკითხეთ.
ურთიერთობა მინასავით მსხვრევადია! ზოგჯერ ჯობია ძველებურად დატოვო, ვიდრე მისი აღდგენით საკუთარ თავს ზიანი მიაყენო, – ამბობენ ფსიქოლოგები. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ზოგჯერ ეს უარესიც არის (გრძელვადიან პერსპექტივაში), ეცადო იმის გამოსწორება, რაც უკვე შეუძლებელია.

აი, რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც იძულებულია, რომ “გაუშვან” ის, ვინც ჯერ კიდევ უყვართ.

rastoianie-mejdy-lybimumi

1. გახსოვდეთ ამ ურთიერთობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. თუ თქვენ დაკარგეთ ის, ვინც გიყვართ, ესე იგი არის დიდი ცდუნება თქვენი ურთიერთობის საუკეთესო ნაწილსა და თქვენს ცხოვრებას შორის ფოკუსირებაზე. შეგიძლიათ დაჯდეთ და დაუსრულებლად იფიქროთ, როგორ შესანიშნავად და იდეალურად იყო თქვენს შორის ყველაფერი. თუმცა, ამის მიუხედავად, იყო ბევრი მიზეზიც, რომლის გამოც თქვენ უბრალოდ დაშორდებოდით. არასდროს დააიგნოროთ თქვენი ურთიერთობების „ცუდი“ მხარეები, კარგს კი ნუ გააიდეალებთ. ამის ნაცვლად, გამუდმებით შეახსენეთ თავს, რომ სრულიად ივიწყებთ წარსულს, რადგანაც წარსულით ცხოვრება თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ცუდია.
2. ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. შეეგუეთ აზრს, რომ თქვენ არ გაქვთ ყველაფრის კონტროლისთვის ძალაუფლება, მათ შორის, არც სხვა ხალხის და მათი გრძნობების. არის საკითხები, რისი მოგვარებაც და შეცვლაც ჩვენს ძალებს აღემატება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენზე ყველაფერი არ არის დამოკიდებული. თუმცა, მხოლოდ ამ შეგრძნებითაც კი, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ, მშვიდად გავაგრძელოთ დარჩენილი სიცოცხლე, დავტკბეთ მისით და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. როდესაც თქვენთვის უახლოესი და საყვარელი ადამიანი ამბობს, რომ მას თქვენი დანახვა აღარ სურს, ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი გვრჩება – ვაპატიოთ მას და გავუშვათ. შემდეგ კი გავაგრძელოთ და ვიცხოვროთ ჩვენი პირადი ცხოვრებით. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი, ჭკვიანი ან მიმზიდველი ხართ – იცოდეთ, რომ თქვენ არ ძალგიძთ სხვა ადამიანების და მათი გრძნობების კონტროლი. თუ ის თქვენ გტოვებთ, მას საამისო მიზეზები აქვს… და გახსოვდეთ, რომ ამ მიზეზებს ზოგჯერ არაფერი საერთო არ აქვთ თქვენთან. რაც უფრო ადრე აიყვანთ არსებულ სიტუაციას კონტროლზე, მით უფრო ადვილი იქნება გაუშვათ თქვენგან ის, ვინც თქვენ ჯერ კიდევ გიყვართ.

kak-otpustit-togo-kogo-lyubish-460x330

3. საკუთარი თავის შეცვლა. თქვენმა დანაკარგმა, მოყენებულმა ტკივილმა, წარუმატებლობამ, მარცხმა და იმედგაცრუებამ, თქვენ სხვა ადამიანად გაქციათ – გაცილებით უკეთესად, ჭკვიანად და გამოცდილად. გლოვისა და მოწყენილობის ნაცვლად, ეცადეთ წამოიწყოთ რაიმე ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. იფიქრეთ იმაზე, რა მიზნების მიღწევა გსურთ. გამოიცვალეთ სამსახური, გაემგზავრეთ დასასვენებლად, დაიწყეთ სიარული სპორტდარბაზში, დაკავდით ახალი ჰობით. გადააკეთოთ და რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება – ეს ნიშნავს დაისახოთ ცხოვრების ახალი მიზნები.
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ერთბაშად არ მოხდება. დავივიწყოთ წარსული და ერთხელ და სამუდამოდ შევურიგდეთ არსებულ სიტუაციას, ეს ერთდროულად შეუძლებელია. “გავუშვათ” სხვა ადამიანი – ეს არის მთელი პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება. და, რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე საშინელი, თუ თქვენ წარსულის გახსენებაზე მელანქოლია შემოგაწვებათ. ეს არის ბუნებრივი. მაგრამ მთავრია, როგორც ყოველთვის – ვიყოთ ოპტიმისტები და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება …

19653

კომენტარები

სხვა სიახლეები