როგორ ბავშვებს ემუქრებათ დეპრესიული ხასიათი – დასახელდა ნიშანი, რომელიც ბავშვობაში ვლინდება

ბერლინის უმაღლესი სამედიცინო სკოლის გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც სიღრმისეულად ფიქრობენ და აანალიზებენ ყველაფერს, უფრო მეტად განიცდიან დეპრესიას ზრდასრულ ასაკში.
კვლევის შედეგები ჟურნალ Clinical Psychology & Psychotherapy – ში გამოქვეყნდა.
კვლევაში 72 ზრდასრული მონაწილეობდა და ყველა მათგანს დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი. მეცნიერებმა მათი ბავშვობის ტრავმების შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს და მათი ემოციური მდგომარეობა შეაფასეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებმაც ბავშვობაში მძიმე ემოციური დისტრესი და ძალადობა განიცადეს, უფრო მეტად აწუხებდათ შფოთვითი განცდები.
კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ემოციურად არასათანადო მოპყრობის ორი ფორმა – ემოციური შეურაცხყოფა (ღია მტრული ან დამამცირებელი სიტყვები) და უგულებელყოფა (ბავშვის მოთხოვნილებების იგნორირება ან დისკომფორტი).
აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც ემოციური ძალადობა განიცადეს, მიდრეკილნი არიან შფოთვისა და უარყოფით ემოციებისკენ. საკუთარი ქცევისა და მშობლების ქცევის მუდმივი ანალიზი ზედმეტ ფსიქიკურ სტრესს ქმნის, რაც დროთა განმავლობაში დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები