როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს ელისაბედ II-ის შვილთაშვილი – პრინცესა შარლოტა

პრინცესა შარლოტა 2 მაისს იუბილარია – ელისაბედ II-ის შვილთაშვილი ერთი წლის ხდება. კენსინგტონის სასახლეში დიდი ზეიმისთვის უკვე ემზადებიან. ჟურნალ People-ს ინფორმაციით, მზადება ძალიან დიდი ხნის წინ – მისი უდიდებულესობის დაბადების შემდეგ დაიწყო.
„მოსაწვევები დაბადების დღის წვეულებაზე ნახევარი წლის წინ გაიგზავნა. სამეფო ოჯახის მეგობრებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, ამიტომ სტუმრების სიას რამდენიმე თვით ადრე ადგენენ“, – განაცხადა მედდა სარა დიქსონმა, რომელიც სამეფო ოჯახის მეგობრებთან მუშაობდა.13077112_1176120482428188_1150367043_n
ცნობილია, რომ ზეიმი თემატური იქნება, დიდი ყურადღება დეკორს მიექცევა.
„კარგ ტონად ითვლება მაგიდის დახვეწილი ბამბის სუფრებით გაწყობა, მშობლებისთვის კანაპე მომზადდება. თავად წვეულება კი, სავარაუდოდ, ღია ცის ქვეშ გაიმართება, რათა ყველაზე მოუსვენარ პატარებს, როგორიც პრინცი ჯორჯია, ცელქობისთვის ადგილი ჰქონდეთ“, – წერს უცხოური მედია.
წვეულების ორგანიზებაში ქეით მიდლტონს დედამისი, ივენთ-სააგენტო Party Pieces-ს მფლობელი, ქეროლ მიდლტონი ეხმარება. საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ შარლოტას ბებიამ, ქეროლმა იდეალური საბავშვო ზეიმის საიდუმლო გახსნა: „მნიშვნელოვანი არ არის, გეგმავთ დღეს ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის თუ დიდი წვეულების მოწყობა გსურთ, ყველაზე პატარა ბავშვის დაბადების დღეც – ზეიმის მიზეზია“.
ცნობილია, რომ წვეულებაზე აუცილებლად პრინც ჯორჯის მეგობრებსაც დაპატიჟებენ. უცხოური მედიის აღნიშვნით, ჯორჯი, როგორც უფროსი ძმა, დას საჩუქრების გახსნაში ყოველთვის ეხმარება და ჭკუას კარგავს ამ პროცესზე.
13115871_1176120485761521_521617758_n 13084079_1176120475761522_557957391_n

კომენტარები

სხვა სიახლეები