„როგორი გამორჩეულიც ახლა არის ბავშვობიდანვე ასეთი იყო”-რას წერს ანი შაქარაშვილი ძმაზე

ანი შაქარაშვილი გარდაცვლილ ძმაზე გიორგი შაქარაშვილზე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“როგორი გამორჩეულიც ახლა არის ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო”

შეგახსენებთ რომ 19 წლის   ფეხბურთელი  გიორგი შაქარაშვილის    19 ივნისს დაიკარგა  ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 10 ივლისს გახდა ცნობილი, სადაც წერია, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ამავდროულად, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები