13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვარსკვლავების განლაგება ისევ არახელსაყრელია. სამსახური უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა უმნიშვნელო შედეგს მოგიტანთ. საქმის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება, პრობლემების გადაჭრის არაორდინარული გზა ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეცვლის. ახლა ყველაზე მეტად ახლობელი ადამიანების დახმარება გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემა. სუფთა ჰაერზე სეირნობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კურო
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. მხოლოდ საკუთარი თავი იმედად უნდა იყოთ. ამ დღეს მთავარია, შეცდომები არ დაუშვათ და ყველაფერი დროულად მოასწროთ. დაიცავით საცხოვრებელი ბინა: მოსალოდნელია ხანძარი, ძარცვა. საუკეთესო შემთხვევაში მოულოდნელი სტუმრები გელით.

ტყუპები
ფიზიკური დატვირთვისთვის და აქტიური დასვენებისთვის არახელსაყრელი დღეა. სასურველია სეირნობა, მოგზაურობა და მეგობრებთან ურთიერთობა.

კირჩხიბი
მოულოდნელობების მიუხედავად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას შეძლებთ. გირჩევთ, ოჯახსა და ბავშვების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი
ამ დღეს სამსახური თქვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ლოდინი დაგჭირდებათ. თქვენი ორიგინალურობა, ექსტრავაგანტური ქცევები და საქმის მიმართ არასტანდარტული დამოკიდებულება კოლეგებისა და შეფის განსხვავებულ შეფასებებს გამოიწვევს. ემოციური თვალსაზრისით დაძაბული დღეა. მოსალოდნელია პირადი ცხოვრების პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, ეჭვიანობას უკავშირდება.

ქალწული
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ქურდობა, ძარცვა ან საუკეთესო შემთხვევაში, არასასურველი სტუმრები. ემოციური თვალსაზრისით დაძაბული დღეა, თუმცა გონიერება და ინტუიცია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ეს დღე ტყუილის, ღალატის და ცრუ დაპირებების ნიშნით ჩაივლის. გამორიცხული არ არის წარუმატებელი კომერციული ოპერაცია. სიფრთხილე გამოიჩინეთ შეძენის დროს და ფინანსებთან ურთიერთობაში. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

მორიელი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია იზრდება. ახლობელი ადამიანები თქვენი ენერგიულობის გავლენის ქვეშ მოექცევიან. ზოგი მათგანი დახმარებასაც გთხოვთ. ამ დღეს სიყვარულით აღმაფრენა გელით.

მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ხანძარი, ძარცვა ან საუკეთესო შემთხვევაში არასასურველი სტუმრები. ერიდეთ კამათს და ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს.

თხის რქა
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდე სერიოზულ პროვოკაციებს, ავანტიურებსა და ღალატს. რომანტიკული გატაცება ხანმოკლე იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ. წინდახედულება გმართებთ.

მერწყული
ეს დღე შინაგან თავისუფლებას, ცხოვრებისა და გარემოს ცვლილებას განასახიერებს. ეცადეთ, ფულის ხარჯვა მინიმუმამდე შეამციროთ და სანამ დროა, გონს მოეგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

თევზები
თქვენი დაუფიქრებელი მოქმედების გამო, არახელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების დამყარებისა და აქტიური ურთიერთობისთვის. არასერიოზული ქცევა თქვენს რეპუტაციას დარტყმას მიაყენებს. პრობლემებთან გამკლავების შემთხვევაში კოლეგების თვალში რეპუტაციის აღდგენას შეძლებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები