როგორია ქალი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ? – 8 კრიტერიუმი, რომელთა დახმარებითაც ოცნების ქალს იპოვით

სხოვრებაში შეიძლება იდეალურ ქალს შეხვდეთ, თუმცა ვერ მიხვდეთ რომ იპოვეთ ის, ვისაც ეძებდით, რომ ის თქვენი ოცნების ქალია.

 

აი რა თვისებები უნდა ახასიათებდეს იდეალურ ქალს.

1. ის უნდა იყო გაცილებით ჭკვიანი, ვიდრე თქვენ – ყველა კაცს სჭირდება ჭკვიანი ქალი, რომელიც მას ცხოვრების მეგზურობას გაუწევს. ყველა წარმატებული მამაკაცის უკან აუცილებლად დგას ჭკვიანი ქალი და მამაკაცის წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა.

2. უნდა იყოს ლამაზი (თქვენი გემოვნების შესაბამისი)ქალის სილამაზე მისი თვალებია, მისი გამოხედვა. სანამ არ მიხვდებით რომ ქალი შეუდარებელია და სილამაზის ეტალონია თქვენთვის, მანამდე ყოველთვის ძიებაში იქნებით.

3.ქალი კეთილი და მზრუნველი უნდა იყოს – მამაკაცი პატარა ბავშვივითაა. მოვლა და ზრუნვა სჭირდება. კაცები დიდხანს ვერ ჩერდებიან ისეთ ქალებთან, რომლებიც მათზე არ ზრუნავენ.

 

4.ქალს მთელი არსებით უნდა უყვარდეთ, მას თქვენი სული უნდა უყვარდეს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. თუ თქვენ იპოვეთ ქალი, რომელსაც ნამდვილად უყვარხართ, ცხოვრებისგან დიდი საჩუქარი მიგიღიათ.

5.ქალი უნდა იყოს ენერგიული – ცხოვრება რთულია, მაგრამ ქალმა უნდა შეძლოს და არ იყოს მოსაწყენი, მონოტონური, სიახლის შეტანას უნდა ცდილობდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქალი, რომელიც ენერგიულია შეძლებს დამღლელი დღის მერეც რაღაც ახალი მოიფიქროს, წავიდეს თქვენთან ერთად გასართობად და ა.შ.

6. ქალს უნდა შეეძლოს კომპრომისზე წასვლა – ურთიერთობა ძალიან რთულია და ხშირად ჩიხში შედის. უნდა შეეძლოს ქალს კომპრომისზე წავიდეს, უმეტეს შემთხვევაში ეს ურთიერთობის გადამრჩენია.

7. ის სიყვარულით უნდა ავსებდეს სახლს – როცა სახლში ცხოვრობს ქალი, რომელიც გიყვართ და რომელსაც უყვარხართ, ეს ნიშნავს, რომ სახლი სავსეა სიყვარულით და თქვენთვის ადგილი, სადაც თქვენი საყვარელი ქალია, საუკეთესოა დედამიწაზე.

8. ქალი უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ქალური – ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავის გემოვნება აქვს, თუმცა მამაკაცთა უმეტესობისთვის ოცნებისაა ის ქალი, რომელშიც ძალა და ამავდროულად ქალურობაა გაერთიანებული. არაჩვეულებრივია, როცა ის არ ის ძლიერი და ამაყობს იმით, რომ ქალად დაიბადა.

და თუ თქვენს საყვარელ ქალს ყველა ეს თვისება აქვს გიღჩევთ, აღარ დააყოვნოთ, ხელი სთხოვოთ და არასოდეს დაკარგოთ.

 წყარო: http://2.etanews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები