როგორია ბინა, რომელსაც ქეით მიდლტონი ყიდის და რამდენად არის ის შეფასებული

 ქეით მიდლტონის ბინას 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდიან. ბინა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში – ჩელსიში მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა “The Sun” წერს. აპარტამენტები, რომლებშიც მიდლტონი პრინც უილიამთან ქორწინებამდე ცხოვრობდა, ფორმალურად მის ორ დას ეკუთვნის. ის 2002 წელს 780 ათას ფუნტად შეიძინეს, ახლა კი 1,95 მილიონად არის შეფასებული.
ბინაში არის სამი საძინებელი, ორი აბაზანა, სასადილო ოთახი და სამზარეულო. ყველა ოთახი სადა, ნეიტრალურ ფერშია გაფორმებული.
ჩელსიში მდებარე ეს სახლი მას მერე დაცარიელდა, რაც ქეითი კენსინგტონის სასახლეში დასახლდა, მისი და პიპა კი ქმართან – ლონდონის ცენტრში, ხუთსართულიან სასახლეში გადავიდა. მათი ძმა ჯეიმსი კი შვეიცარიაში ცხოვრობს და მუშაობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები