როგორები იქნებიან 2015 წელს დაბადებული ბავშვები

რისთვის არის საჭირო ჰოროსკოპები და საერთოდ თუ არის საჭირო? ყველა თავისებურად უპასუხებს ამ შეკითხვას. მაგრამ სულ ერთია, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს მომავლის წინასწარმეტყველების მიმართ, ყველას ერთი რამ აერთიანებს: გვინდა გვჯეროდეს, რომ წინ მხოლოდ კარგი გველოდება.
დამდეგი ახალი 2015 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაშიც, ხის ლურჯი-მწვანე თხის (სხვა წყაროებით – ცხვრის) წელია.
ამბობენ, რომ გარკვეული ცხოველის წელს დაბადებულ ადამიანს მისი მსგავსი ხასიათებიც აქვსო. მაშ ასე, როგორები იქნებიან ცხვრის წელში დაბადებული ბავშვები?
ასტროლოგების თქმით, 2015 წელი შესანიშნავია ბავშვის დასაბადებლად. ამ წელს დაბადებულ ბავშვებს აუცილებლად ექნებათ წარმატება და ბედნიერები იქნებიან. მათი ენერგია და იღბალი ყოველთვის წასწევს მათ და გამოარჩევს დანარჩენ მასას შორის. შინაგანი პოტენციალი ასეთ ბავშვს ყოველთვის მოაქცევს ყურადღების ცენტრში, მისი ლიდერის თვისებებიც ასევე გამორჩეული მახასიათებელი იქნება ამ პიროვნებებისთვის.
თხის (ცხვრის) წელს არაერთი მსოფლიო მასშტაბის პიროვნება უჩუქებია კაცობრიობისთვის, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს. ამიტომაც ამ წელს დაბადებულ ბავშვებს საკმარისი ყურადღება სჭირდებათ მშობლებისგან, რათა მათ მიდრეკილებებს და მიზნებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, სწორად აღზარდონ ბავშვი და არც მეტისმეტად გააამპარტავნონ, არც ჩაუქრონ ლიდერის თვისებები.
ეს კეთილი სამარიტელის ნიშანია, რომელიც ცდილობს, ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა, რაც ხდება. ამ წელში დაბადებული ადამიანი გლობალურად აზროვნებს და ცდილობს სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ, მისი ყველაზე დიდი სურვილია, სამყარო მშვიდი და დაცული იყოს. სიმშვიდეს, სიმყუდროვეს მეტად აფასებს.
ამ წელს დაბადებული ბავშვისთვის აუცილებელია ჰქონდეს სიმშვიდე და ჰარმონია ოჯახში, ჰქონდეს კარგი გარემოცვა. თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. თუმცა აქვს ასევე ხასიათში ანგარებიანობა. ცხვრის წელს დაბადებულმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის, როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, როგორ ისარგებლოს ადამიანებით, როგორ მიიღოს სარგებელი სხვადასხვა გარემოებისგან. მართალია, ძალიან თავაზიანი ბავშვია, მაგრამ მაშინვე ატირდება და წუწუნს დაიწყებს, როცა კი მოეჩვენება, რომ აწყენინეს, დაივიწყეს ან უგულებელყვეს.
ბავშვობაში თუ რაიმე ნაკლოვანება აქვს ამ ნიშნის ბავშვს, ყველაფერს ფარავს მოსიყვარულე გულით და სურვილით, ყველას დაეხმაროს და გაუნაწილოს. დიდად აფასებს ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან, ყოველთვის ცდილობს ურთიერთობების შენარჩუნებას. მშობლებისა და ოჯახისთვის ეს ბავშვი ნამდვილად საჩუქარია. ცხვარი, როგორც წესი, საკუთარ თავს უძღვნის სხვებს და არც ისე ბევრს ითხოვს საპასუხოდ.
ამ წელს დაბადებული ადამიანები არიან ასევე ელეგანტურები, ხელოვნების მოყვარულნი, ბრძენნი. ხანდახან პესიმისტური მიდრეკილებებიც აქვთ და მომენტებში – ფუქსავატური ქცევებიც.
ცხვრის წელში დაბადებულისთვის საუკეთესო პარტნიორები არიან კურდღლისა და ხარის წელში დაბადებულები. ამ ნიშნის ფერია ცისფერი. ელემენტი – ცეცხლი.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები