რიანამ მილიარდერ ბოიფრენდს სკანდალი მოუწყო – პაპარაცული ფოტოები

პაპარაცებმა რიანა და მისი ბოიფრენდი ჩხუბის დროს გამოიჭირეს და დრამატული ფოტოები გადაიღეს.

წყვილი მექსიკაში, კურორტ პუერტო-ვალიარტაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მათი დაშორების შესახებ გავრცელებული ცნობები მთლად მართალი არ არის, თუმცა ის რომ რიანას და 29 წლის ჰასან ჯამილს შორის ყველაფერი რიგზე არ არის, პაპარაცების ფოტოებშიც კარგად ჩანს. თითოეულ კადრზე აღბეჭდილი სახეების მიმიკა თუ ჟესტიკულაცია ამაზე მიუთითებს.
მომღერალი გაბრაზებული და ნაწყენი ჩანს, ხოლო მისი ბოიფრენდი თითქოს თავდაცვით პოზიციაში იმყოფება და რიანას რაღაცას უხსნის. როგორ დამთავრდა ურთიერთობების გარჩევა მათ შორის ეს პაპარაცებისთვის უცნობი დარჩა.
ცოტა ხნის წინ კი გავრცელებული ინფორმაციით „გრემის“ 30 წლის მფლობელმა რიანამ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის შვილი მიატოვა, რადგან მას ურთიერთობამ დაღალა. როგორც რიანასთან დაახლოებული წყაროები ამბობდნენ, მან „პრინცს“ გული გაუტეხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები