რელიგიური მრწამსის გამო, მშობლებმა 10 თვის შვილი შიმშილით მოკლეს (ფოტო, ვიდეო)

პატარა მერის სიკვდილის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გოგონას მამამ, სეტმა 911-ში დარეკა. მან თქვა, რომ შვილი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ექსპერტიზის თანახმად, გოგონა შიმშილისა და გაუწყლოების გამო გარდაიცვალა, შედეგად, მისი მშობლები დააკავეს. დაკითხვაზე სეტ უელჩმა და ტატიანა ფუზერიმ აღიარეს, რომ მათი ქალიშვილი უკვე ერთი თვეა, სავალალო მდგომარეობაში იყო. ამის მიუხედავად, მშობლებმა ექიმს არ მიმართეს, ვინაიდან ეს მათ რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება. ცოლ-ქმარი, რომელსაც კიდევ 2 შვილი ჰყავს, კატეგორიული წინააღმდეგია აცრების, ისინი თვლიან, რომ ამით ღმერთ შეურაცხყოფენ და ევოლუციას ხელს შეუშლიან.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლები დარწუნებული იყვნენ, რომ მაქსიმუმი, რაც მათ ემუქრებოდათ, ეს იყო – ბავშვთან უხეში მოპყრობის ბრალდება. ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ შვილის სიკვდილში დადანაშაულება მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები